• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან იმედის მომცემია”

11 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები იყო. იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

მხარეები დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალსაც შეეხნენ. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება: „ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია  ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, თავისთავად ძალიან იმედის მომცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ  ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოს. შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის  ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ალიანსის გენერალურ მდივანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და  შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტი ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გიამართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და უცხოელ კოლეგებს შეხვდება. ხვალ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 28+1-ის ფორმატში ალიანსის თავდაცვის მინისტრების წინაშე წარსდგება.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ოთარ დანელია: “სამწუხაროა, რომ  აღმოვაჩინეთ რამდენიმე დარღვევა”

ოთარ დანელია: “სამწუხაროა, რომ აღმოვაჩინეთ რამდენიმე დარღვევა”

11 years ago
“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი

“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი

8 years ago

შს მინისტრის პირველი მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

10 years ago
უკვე ცნობილია საგზაო წესების რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდება მართვის მოწმობას

„შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას სამინისტროს მიერ ადაპტირებული ავტომობილით ჩააბარებენ“

9 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by