აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.