• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მზად არის ზამთრის საიმიჯო კლიპი, რომელიც „ეურონიუსზე“ იტრიალებს“ – გიორგი ჩოგოვაძე

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„მზად არის ზამთრის საიმიჯო კლიპი, რომელიც „ეურონიუსზე“ იტრიალებს“ – გიორგი ჩოგოვაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მომსახურების სახეობებს შორის ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელს მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება, გვამცნობს, რომ ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტებში ორ ტრილიონს გადააჭარბა.

ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად იძენს ფიზიკურ კაპიტალსა და ტექნიკურ გამოცდილებას, ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად საქართველო მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ორიგინალური ტრადიციებითა და სხვა თავისებურებებით.

ამ სექტორის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შეაქვს, მისი როგორც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს მთავარი მისიაა საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს,როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. 2015 წლის იანვარი-აგვისტოს ტურისტული სეზონი ადმინისტრაციამ პოზიტიურად შეაფასა.

რომელი ქვეყნებიდან, რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი ტურისტის შემოსვლა, რა ფაქტორებმა განაპირობეს ამ სეზონზე პოზიტიური ტენდენციები და რა არის დაგეგმილი მიმდინარე წლის ზამთრისა და 2016 წლის სეზონისთვის, ამ საკითხებზე ვრცლად „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ესაუბრა.

cgogovadze giorgi

როგორ აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2015 წლის ტურისტულ სეზონს და რას ეყრდნობა ტურიზმის შეფასების სტატისტიკა?

– 2015 წლის ტურისტული სეზონი შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს. 2015 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საერთაშორისო შემოსვლების რაოდენობამ 3,922,376 შეადგინა და წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ტენდენცია უფრო შთამბეჭდავი იყო ზაფხულის სეზონზე. 2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2,086,831 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია.

აღსანიშნავია, რომ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობამ აპრილში +47%, მაისში +43%, ივნისი +24%, ივლისი +32% შეადგინა.

2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (+17,3%) ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებული ღირებულება და ტურიზმის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 7,1% შეადგინა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

ტურიზმის შესაფასებლად კომპლექსური მიდგომა გამოიყენება და ძირითად ინდიკატორებში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

უკვე გამოქვეყნდა სექტმებრის სტატისტიკაც, და აქაც მონაცემები შთამბეჭდავია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 12.6 %- ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 15,8 %-ით გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებით.

როგორ გამოიყურება სტატისტიკური მონაცემები და რომელი ქვეყნებიდან დაფიქსირდა ყველაზე მეტი ტურისტის შემოსვლა საქართველოში?

– 2015 წლის იანვარი აგვისტოს პერიოდში საერთაშორისო შემოსვლებით კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, მათზე მთლიანი შემოსვლების 88% მოდის. საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთიდან დაფიქსირდა  944,029 (+14%), რაც მთლიანი საერთაშორისო მოგზაურების 24%-ს შეადგენს. შემდეგი არის აზერბაიჯანი 932,054 და თურქეთი 926,755 მოგზაურით. რუსეთი სტაბილურად ინარჩუნებს მეოთხე ადგილს 642,934 (+15%). საერთაშორისო შემოსვლების ზრდის თვალსაზრისით კი გამოირჩეოდნენ: სომხეთი (+14%), რუსეთი (+15%), აზერბაიჯანი (+8%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+766%) და ისრაელი (+29%).

თვის დასაწყისში ადმინისტრაციამ პრესკონფერენცია გამართა და პოზიტიურად შეაფასა ტურისტული სეზონის 8 თვე, თქვენი შეფასებით კონკრეტულად რომელმა პროექტებმა და ცვლილებებმა განახორციელა პოზიტიური ტენდენციები?

– საერთაშორისო მოგზაურების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა. 2015 წლის დასაწყისში საერთაშორისო მოგზაურების კლება შეინიშნებოდა. საერთაშორისო მოგზაურების შემოდინებაში პირველივე უარყოფითი სიგნალების დაფიქსირების აღმოჩენისთანავე მოხდა კლების მიზეზების ანალიზი და გამოსწორების გზების ძიება.

სასწრაფო წესით შეიქმნა კრიზისის მენეჯმენტის საბჭო, სადაც განისაზღვრა აღნიშნულ გარემოებებში ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და შედეგად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა.

საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები 9 მიზნობრივ ბაზარზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი თურქეთი), მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით (CNN; Euronews), 300-მდე  მეტი ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად. 

ქვეყნის მასშტაბით, რომელი რეგიონი იყო ტურისტების ეპიცენტრში და როგორ გამოიყურება ტურისტების შემოსვლის სტატისტიკა მთიან რეგიონებში?

– საერთაშორისო მოგზაურებს შორის ყველაზე პოპულარული თბილისია (46%), მას მოსდევს ბათუმი (41%) და მარნეული (8%). რაც შეეხება მთიან რეგიონებს, მათგან ყველაზე პოპულარულია ყაზბეგი და მესტია. 

როგორ ფიქრობთ, გარდა ინფრასტრუქტურისა, რა წარმოადგენს ტურისტული სეზონის გაუმჯობესების სხვა მნიშვნელოვან კომპონენტს?

– ტურისტული სეზონის გაუმჯობესებას ბევრი კომპონენტი უწყობს ხელს, რა თქმა უნდა ერთერთი მთავარი, როგორც თქვენ ახსენეთ არის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეთავაზებების მღავალფეროვნებას, ხელმისაწვდომ ფასებს, მომსახურების ხარიხს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. დიდ როლს თამაშობს სტუმართმასპინძლობა და თვითმყოფადი კულტურა.

რა სიახლეებია დაგეგმილი ზამთრისა და 2016 წლის ტურისტული სეზონისთვის?

– მიმდინარე წლის ზამთრის და 2016 წლის ტურისტული სეზონის რეკლამირებისა და ქვეყანაში დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, დაგეგმილია სახვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ბაზარზეც.

კერძოდ, ზამთრის ტურისტული პოტენციალის და ზოგადად წლის განმავლობაში ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით, იგეგმება შემდეგი ქმედებები: საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებეში მონაწილეობა, მიზნობრივ ქვეყნებში მარკეტინგული აქტივობები, უკვე მზად არის ზამთრის საიმიჯო კლიპი, რომელიც „ეურონიუსზე“ იტრიალებს. მალე კონკრეტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიაც დაიწყება. 

ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას არ მოინახულონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

12 years ago
როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის პირობებში

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის პირობებში

6 years ago
“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია”

ეკონომიკის სამინისტრო 1-ლი აპრილიდან ჭოველიძის ქუჩაზე განთავსდება

10 years ago
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიებას აკვირდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიებას აკვირდება

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by