• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ახალგაზრდა ადვოკატებმა”ლისის ტბის გასხვისებასთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არჩილ კაიკაციშვილი: “სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

archil_kaikatsishvili_18163ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” ლისის ტბის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტს აქვეყნებს. როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, დოკუმენტში სახელმწიფომ მაშინდელი ფინანსური პოლიციის მეშვეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ტოტალური ზეწოლა განახორციელა და ქონება მას ღამის საათებში დაათმობინა.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის საჯაროვდება დოკუმენტი-განცხადება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, 2006 წლის 4 ნოემბერს დააწერინეს, რითაც, როგორც ქონება, ასევე ბიზნესი წაართვეს. ბიზნესმენს განცხადება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე დააწერინეს. განცხადებაზე რეგისტრირებულია მისი თვითმმართველობის ორგანოში ოფიციალური რეგისტრაციის ნომერიც და თარიღიც. დოკუმენტი მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში, რამაზ ახლედიანის განცხადება რეგისტრირებულია განცხადებაზე ხელმოწერიდან მეოთხე დღეს – 8 ნოემბერს. არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი პირველი საჯარო დადასტურებაა, თუ როგორ ხდებოდა ქონების დათმობაზე მესაკუთრეთა განცხადებების მომზადება. მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული დოკუმენტი, მრავალთვიანი კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო.

“როგორც რამაზ ახლედიანმა განაცხადა, 2006 წლის 4 ნოემბერს, ის დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა”, – ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ახალგაზრდა ადვოკატებიის” ცნობით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. “ლისის ტბას”, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.

მათივე ინფორმაციით, “პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც – 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო. შესაბამისად, როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას”.
“ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, რამაზ ახვლედიანის საქმეში ღია და აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
“რამაზ ახლედიანმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ლისის ტბის განვითარებისთვის, ფლობდა და უძღვებოდა ბიზნესს, შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ყველა ნაკისი ვალდებულება, სახელმწიფო ზეწოლის შედეგად, პირადი და ახლობლების თავისუფლების შენარჩუნების ხარჯზე, უარი თქვა საკუთრებაზეც და ბიზნესზეც. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საკუთრების დათმობას ხელი შეუწყეს იმ ბიზნეს-პარტნიორებმაც, რომლთა მოქმედებებშიც სახელმწიფოსთან ფარული გარიგებები იკვეთება. ამჟამად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. “ახალგაზრდა ადვოკატები” რამაზ ახლედიანის საქმეზე მონიტორინგის შედეგებს 2015 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

კვების ობიექტები ძირითადად ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო დაჯარიმდნენ – თამთა მიქანაძე

კვების ობიექტები ძირითადად ჰიგიენური დარღვევების აღმოჩენის გამო დაჯარიმდნენ – თამთა მიქანაძე

9 years ago

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს

10 years ago

ჩინეთი ეკონომიკური სიძლიერით აშშ–ს უსწრებს

12 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა

10 years ago

ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით,...

მეტის ნახვაDetails
„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს 10/24/2026
  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by