• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„იოლი“ და „ფუდმარტი“ ახალგაზრდებს შრომით ექსპლუატაციას უწევენ?

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იოლი და ფუდმარტი „იოლისა“ და „ფუდმარტის“ ქსელში არსებული მძიმე სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მოქმედი კანონმდებლობა კვლავ კითხვის ნიშნი ქვეშ დადგა.

შრომის უფლება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს შორის ერთ-ერთ ძირითად უფლებას მიეკუთვნება. შრომასთან დაკავშირებული უფლებები დეკლარირებულია,როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ისე საქართველოს კონსტიტუციაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. შრომის უფლების თანამედროვე გაგება მას, უპირველესად, ადამიანის თავისუფალი განვითარების, თვითრეალიზების საშუალებად მოიაზრებს და არა ადამიანის საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად.

სამართლებრივი წესრიგი აღიარებს ყველას უფლებას, თავისუფლად აირჩიოს სამუშაო, ჰქონდეს სამართლიანი, ხელსაყრელი პირობები და სათანადო ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს ადამიანის შრომის უფლებას, ხოლო ქვეყნის უზენაესი კანონის მე-13 მუხლით რეგლამენტირებულია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – დაიცვას და მფარველობა გაუწიოს მოქალაქეებს.

1994 წლის 3 აგვისტოდან საქართველო წარმოადგენს 1966 წლის 16 დეკემბრის გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მონაწილე მხარეს, რომლის რატიფიცირების შედეგად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ზომები შრომის უფლების დასაცავად.

საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრინიმაციას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებისა, შრომასთან დაკავშირებული უფლებები ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ყველაზე პრობლემატურ სფეროს განეკუთვნება. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში შრომის უფლებასთან დაკავშირებით განხილული განცხადებების სიმრავლე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი სუპერმარკეტების ქსელების ყოფილმა თუ მოქმედმა თანამშრომლებმა გამოთქვეს.

„თბილისი თაიმსს“  ვრცლად მხოლოდ „იოლის“ ყოფილი თანამშრომელი ლიკა ჯანაშია ესაუბრა და სუპერმარკეტში არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე  მიუთითა.

იოლიროგორც ცნობილია, თქვენ სოციალური ქსელში, ვიდეო ჩანაწერი გაავრცელეთ, სადაც საუბრობთ სუპერმარკეტ „იოლში“ არსებული რთული სამუშაო პირობების შესახებ,რამ გამოიწვია თქვენი,როგორც დასაქმებულის უკმაყოფილება ?

– საქართველოში დასაქმებულთა უფლებები საკმაოდ პრობლემატური თემაა. დამსაქმებელი ხშირად, არღვეს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებსაც კი. სამწუხაროდ, მე და ჩემს მეგობრებს საკუთარ თავზე მოგვიწია ამ ყველაფრის გამოცდა. „იოლი“-ს მიმართ უკმაყოფილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

  • ზეგანაკვეთურად მუშაობა – ჩვენ გვიწევდა კვირაში 12 საათი ზეგანაკვეთურად მუშაობა. ეს არ იყო სურვილისამებრ და იძულებით ფორმას ატარებდა. ამას ემატებოდა ცვლის გადაცვლის პროცესის გაჭიანურება, რაც ახანგრძლივებდა თითქმის ყველა ცვლას, როგორც მინიმუმ 1 საათით. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ზეგანაკვეთური საათი უნდა ანაზღაურებულიო 10 %-ით გაზრდილი ტარიფით, თუმცა ეს ასე არ ხდებოდა და ყოველთვის გაცილებით ნაკლები იყო. უბრალოდ შეუძლებელი იყო დაგედგინა, რა პრინციპით ხდებოდა ზეგანაკვეთურის ანაზღაურება. აგვისტოს მაგალითად, საერთოდ არ მოხდა ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება და მიუხედავად, ჩვენი მრავალი მოთხოვნისა მიზეზიც კი არ აუხსნიათ რატომ.
  • უკანონო ჯარიმები და დანაკლისების ჩამოჭრები –  როცა მაღაზიაში ხდება საბოლოოდ პროდუქტის აღწერა, ითვლება დანაკლისი და რა რაოდენობის თანხაც დააკლდება მაღაზიას, ის ავტომატურად ეჭრება მაღაზიაში მომუშავე თითეულ თანამშრომელს პროცენტული გადანაწილებით. დამეთანხმებით, უსამართლობაა ზარალი აანაზღაურებინო ამდენ ადამიანს სისტემატურად, როცა არც კი იცი და არც შეეცადე, დაგედგინა რეალურად რამ განაპირობა ეს დანაკლისი და იყო თუ არა მართლაც თითეული ადამიანის თვის ჩამოჭრილი თანხა მის მიერ მაღაზიისთივს მიყენებული ზარალის შესაბამისი.
  • ფუნქცია-მოვალეობების განუსაზღვრელობა – „იოლის“ მაღაზიათა ქსელში ყველა – ყველაფერია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მოლარე-კონსულტანტი არის მოლარეც, კონსულტანტი, დამლაგებელი, დაცვა. გიწევს უამრავჯერ დარბაზის დალაგება, თაროების დახეხვა, საწყობის და მენეჯერის კაბინეტის ყოველ საღამოს დალაგება-დასუფთავება და საპირფარეშოს დახეხვაც კი. მაღაზიაში არ იყო დამლაგებელი. როცა გაქვს პრეტენზია 24 საათიანი მაღაზია გერქვას, მგონი ელემენტარულია, რომ შენი თანამშრომლების უსაფრთოება დაცული უნდა იყოს.   გვყავდა მონიტორინგის სამსახური, რაც აბოსლუტურად არაეფექტურია და რეალურად არაა თანამშრომელბის უსაფრთხოების გარანტი.
  • კადრების არ არსებობა – 3 თვიანი მუშაობის მანძილზე არ მახსოვს ეტაპი, როცა კადრები მთლიანად შევსებული იყო. ასე, რომ ხშირად 1 ადამიანს უწევს 2 იმ ფუნქციის შერსულება, რადგან რეალურად კადრი არ არსებობს. კადრი რატომ არ არსებობს? იმიტომ რომ კადრები გარბიან, რადგან ამ პირობებში რთულია დიდხანს გაჩერდე. მახსოვს, ისეთი დეფიციტი იყო კადრზე, მენეჯერმა ვერავინ იპოვა და ქსელმაც ვერავინ გამოგზავნა დამხმარედ და თავად მენეჯერს მოუწია მთელ დღეს სალაროსთან ჯდომა და მოლარის ფუნქციის შესრულება. მგონი მხოლოდ ეს ფაქტიც კი საკმარისია, რომ პრობლემა დაინახო.
  • არაადმიანური მოპყრობა – ამ მაღაზიის პრობლემა ასევე იყო თანამშრომლების მიმართ დამცინავი და ბატონყმური დამოკიდებულება. როცა ადმინისტრატორი  უამრვჯერ გამცირებს და შეურაცხგყოფს, როცა გრძნობ, რომ შენ ის ადამიანად არ გთვლის – ამაზე სტრეუსული არაფერია.

ეს შეიძლება მომდინარეობდეს განათლების დეფიციტიდანაც. ხშირად საშუალო რგოლის მენეჯმენტმა არ იცის, თუ როგორ უნდა დაამყაროს ნორმალური და ადეკვატური კომუნიკაცია თანამშრომლებთან, რომ შენიშვნას აქვს თავისი ფორმა და ეს არ უნდა გადაიზარდოს პიროვნულ შეურაცხყოფაში. მათ ჰგონიათ, რომ თუ მბრძანებლის, ბატონის როლს მოირგებენ, მხოლოდ ამით შეძლებენ თანამშრომლების კარგად მართვას, რაც სრული აბსურდია.

როგორ განვითარდა მოვლენები ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ?

– ვიდეოს გავრცელების შემდეგ მენეჯერმა მე და ჩემი თანამშრომელი ლიკა ჩიტორელიძე სამსახურიდან გაგვათავისუფლა. შემდგომ „ფუდმარტის“ მენეჯმენტმა უარყო ეს ფაქტი და პასუხისმგებლობა კონკრეტული მაღაზიის მენეჯერს დააკისრა. მე სამსახურში დაბრუნება შემომთავაზეს, ჩიტორელიძეს კი არა.

რა არის თქვენი ძირითადი მოთხოვნები ?

– მოთხოვნები „ფუდმარტთან“  მიმართებით ისევ უცვლელი რჩება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ფუდმარტის პრობლემა. სავაჭრო ქსელში, როგორც სხვა მრავალ სფეროში აქტიურად ირღვევა შრომითი უფლებები. სწორედ ამ შრომით უფლებების დაცვაა ჩვენი მიზანი. გვინდა, რომ არც ერთ დამსაქმებელს არ შეეძლოს თანამშრომლების ექსპულატაცია და ამის ხარჯზე გამდიდრება.

მხოლოდ შრომის კოდექსის არსებობა არაფერს მოგვიტანს, თუ თითეული დამსაქმებელი არ აიღებს მისი ბოლომდე შესრულების ვალდებულებას. ჩვენ ხშირად, ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როცა დამსაქმებელი ახდენს შრომის კოდექსის უხეშ დარღვევას, სახელმწიფოს კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამის შესაცვლელად.

თუ იქნა დაინტერესება თქვენი ამ პრობლემის მიმართ და ვინ დაინტერესდა, აპირებთ სასამართლოს მიმართოთ?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს კამპანია ჩვენ წამოვიწყეთ თბილისის სოლიდარობის ქსელთან ერთად. დამეთანხმებით, რთულია დასაქმებულისთვის დაუპირისპირდეს დამსაქმებელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აბოსლუტურად ობიექტური მიზეზით ხდება. სწორედ სოლიდარობის ქსელის დამხარებით შევძელით  ხმა ამოგვეღო და გვეთქვა, რომ არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რაც ხდება სავაჭრო და არა მხოლოდ სავაჭრო სფეროში ჩვენს ქვეყანაში.

ვფიქრობ, სოლიდარობის ძალა, რაც ამ ქსელის არსებობის მთავარი ღერძია, დაანახებს დამსაქმებელს რომ არც ერთი დასაქმებული არაა მარტო! ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო პროფკავშირების მხრიდან. ერთია იყოს სიმართლე შენს მხარეს და მეორეა რამდენად მოახერხებ  ამ სიმართლის დამტკიცებას და ფართო მასებისთვის მის მიწოდებას. ვფიქრობ, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დიდი დახმარება გაგვიწია როგორც იურიდიული მიმართულებით, ასევე დაგვეხმარა ეს პრობლემა მიგვეტანა იმ კონკრეტულ სტრუქტურემაბდე, რომელსაც შეუძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

დაინტერესება იყო, როგორც სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ასევე ახლადშექმნილი შრომის ინსპექციის მხირდანაც, თუმცა ვფიქრობ, მათი მხრიდან ჯერჯერობით მაინც არ გადადგმულა ისეთი ნაბიჯები, რაც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

kaikacishviliკონკრეტულ შემთქხვევაზე და ზოგადად შრომით უფლებების დარღვევების საკითხზე, ფაქტებზე და სამართლებრივად მის გადაჭრის გზებზე „თბილისი თაიმსს“ არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა:

რა ნაკლოვანებები აქვს შრომით კანონმდებლობას საქართველოში?

– ნაკლოვნებები აქვს არა იმდენად შრომის კოდექსს და კანონმდებლობას, არამედ მის შესრულებას, მის რეალურად განხორციელებას. ვინაიდან უამრავი კერძო დაწესებულებაა, უამრავი კომპანიაა, სადაც შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაქმებულთა უფლებები ირღვევა. არ არსებოს ის ძლიერი მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებდა თითოეულ საწარმოს, შრომითი კანონმდებლობის დაცვის კუთხით. ამიტომ გასაძლიერებელია ჯერ კიდევ ქართული სივრცისთვის შეუჩვეველი ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის საშუალებები. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ შემოდის შრომის ინსპექტორის თანამდებობა, რომელსაც დაევალება სწორედ ამ საკითხის მოგვარება.

როგორია თქვენი კომენტარი „იოლისა“ და „ფუდმარტის“ თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით, და რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ გაკონტროლდეს დაწესებულებებში დასაქმებელთა უფლებები?

– რაც შეეხება „იოლსა“ და „ფუდმარტს“, ამ შემთხვევაში,  ეს არ შეიძლება ჩაითვალოს შრომითი უფლებების დარღვევად, ვინაიდან რეალურად თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან, უბრალოდ არსებობდა პიროვნული შეუთავსებლობის ფაქტი, რომლის მოგვარების მოვალეობა კომპანიის ადმინისტრაციის საქმეა. ცხელ გულზე ნათქვამი ფრაზა „შენ გათავისუფლებული ხარ!“ არ შეიძლება ჩაითვალოს შრომის კანონმდებლობის დარღვევად. ამასთანავე აუცილებელია, რათა კომპანიაში ზემდგომი პირის მხრიდან აღმოიფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც კრძალავს შრომის კოდექსი.

რაც შეეხება შრომის პირობებს, საქართველოს შრომის კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პირობები. შესაბამისად არსებული ეჭვის საფუძველზე საჭიროა შემოწმდეს, აღნიშნული სუპერმარკეტების მიერ შრომითი პიროების დაცვის საკითხი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ორ არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ წამოიწყეს კამპანია იმ სუპერმარკეტების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ შრომით კანონმდებლობას. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ შეძლო „ფუდმარტის“ ქსელში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოძიება და „თბილისი თაიმსს“ არსებულ დარღვევებზე ესაუბრა.

თქვენ , როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად ხართ ჩაბმული ამ კამპანიაში, რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და რას გეგმავთ სამომავლოდ?

თბილისის სოლიდარობის ქსელი:

– ჩვენ  მოხალისეთა ჯგუფი ვართ და აღნიშნული კამპანია სწორედ ჩვენ დავიწყეთ. რაც შეეხება განთავისუფლებულ თანამშრომლებს ეს, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა და ჩვენი პროტესტის შემდეგ უკან დაბრუნება შესთავაზეს მათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავად არ ისურვეს თანამშრომლებმა უკან დაბრუნება. კამპანია კვლავ გრძელდება, მიზეზი კი ისაა, რომ რასაც ვითხოვდით დღემდე არ შესრულებულა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ის, რომ სუპერმარკეტებში თანამშრომლების მიმართ, ჯერ კიდევ, არის ჯარიმები და დანაკლისები, არ ჰყავს უმეტეს ნაწილს დაცვა და დამლაგებელი. თანამშრომლები მუშაობენ 60 საათს კვირაში, ნაცვლად 40 საათისა და ზოგიერთ ფილიალებში მენეჯერები  მათ არასათანადოდ და უღირსად ექცევიან.

54644_497441183621859_1079548117_oადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC):

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მხარს უჭერს აქტივისტთა ჯგუფის „თბილისის სოლიდარობის ქსელის“ მიერ წამოწყებულ კამპანია, სასურსათო მაღაზიების სხვადასხვა ქსელში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა შრომითი ექსპლუატაცია გავრცელებული პრაქტიკაა მომსახურების სფეროში.

EMC-იმ შეისწავლა მომსახურების სფეროს სხვადასხვა ქსელში არსებული შრომითი პრაქტიკა, რის შედეგადაც ნათელია, რომ დასაქმებულთა შრომით ექსპლუატაციას დამსაქმებლები ახორციელებენ ერთგვაროვანი მეთოდებით. მათ შორის, არაგონივრულად ხანგრძლივი დღიური და სამუშაო კვირის დაწესებით, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების არაადეკვატური ანაზღაურებით, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დასაქმებულთათვის დაკისრების უსამართლო პრაქტიკის გამოყენებით, ხელფასიდან ჯარიმების სახით თანხების ჩამოჭრის გაუმჭვირვალე პროცედურით, არასათანადო სახელფასო პოლიტიკით და სხვა.

გამოვლენილი დარღვევები EMC-იმ შეაფასა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო აქტების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან მიმართებაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული პრაქტიკა და ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო არა თუ ვერ იძლევა გარანტიებს დასაქმებულთა შრომის სათანადო პირობების დასამყარებლად, არამედ ქმნის სივრცეს, სადაც დასაქმებულთა შრომითი ექსპლუატაცია და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, კანონით დაშვებულ ქმედებებს წარმოადგენს. რამდენადაც შრომითი ურთიერთობის ბუნება უთანასწორო მხარეების არსებობას გულისხმობს, შრომის უფლების დაცვის თანამედროვე კონცეფციები განსაკუთრებულად უსვამს ხაზს სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, სათანადო საკანონმდებლო გარანტიების შექმნის აუცილებლობას.

მიმოხილვა აჩვენებს, რომ მომსახურების სფეროს დამსაქმებლები ფართოდ იყენებენ დასაქმებულთა შრომას, მათთვის ადეკვატური პირობების შექმნისა და სათანადო სარგებლის განსაზღვრის გარეშე. აღნიშნული შესაძლებელი ხდება, რადგან ეროვნული შრომითი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ამკვიდრებს უფლების დამცავ გარანტიებს, შესაბამისად, პრაქტიკაში უშვებს დაკანონებულ და სამართლებრივად დასაბუთებულ შრომით ექსპლუატაციას.

მასალა მოამზადა

ნათია კეკენაძემ

ნათია

Share3Tweet2

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

თბილისის 23-ე მეტროსადგური – „უნივერსიტეტი“ გაიხსნა

თბილისის 23-ე მეტროსადგური – „უნივერსიტეტი“ გაიხსნა

9 years ago
ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ჩვენი ოჯახური ღირებულებები უშლიდეს ხელს ევროპაში გაერთიანების პროცესს – ნინო წილოსანი

ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ჩვენი ოჯახური ღირებულებები უშლიდეს ხელს ევროპაში გაერთიანების პროცესს – ნინო წილოსანი

2 years ago
„ჩვენ არ შეგვიძლია იმ რეალობის შეცვლა, რომელიც სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ შეიქმნა“

„ჩვენ არ შეგვიძლია იმ რეალობის შეცვლა, რომელიც სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ შეიქმნა“

12 years ago

ირაკლი ალასანია საფრანგეთში გაემგზავრა

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by