• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

The economist: მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის შეფასება და პროგნოზები 2030 წლისთვის

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The economist  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წინასწარი ანგარიშის მიმოხილვას გვთავაზობს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ყოველთვის ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი.

ეს სფერო ყოველწლიურად ამტკიცებს თავის დიდ მნიშვნელობას ქვეყნების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმართვის პროცესში. ის ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდის საექსპორტო შემოსავალს და ავითარებს ინფრასტრუქტურას.

ბოლო ექვსი წელია, საგრძნობლად დიდი ცვლილებები შეინიშნება მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში. ექსპერტების თქმით, იგი არაა განვითარებული მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ნაწილში, დღესდღეობით, ამ ინდუსტრიამ არა მხოლოდ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებიც „აღმოაჩენინა“ მოგზაურობისა და დასვენებების მოყვარულთ.

ტურიზმი

საერთაშორისო ტურისტული შემოსავლები 1950 წლიდან 2014 წლამდე კოლოსალური რიცხვებით გაიზარდა. თუ 1950 წელს შემოსავალი 2 მილიარდი დოლარი იყო, იგი 1980 წლისთვის 104 მილიარდამდე გაიზარდა. 1995 წელს 415 მილიარდი შეადგინა, 2014 წლის მონაცემებით 1245 მილიარდი გახდა.

ანგარიშის ავტორები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ. პირველ რიგში, მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები 3,3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად 2010 წლიდან – 2030 წლამდე.

1980 წლიდან 2014 წლამდე განვითარებადი ქვეყნებისთვის ტურიზმი 30%-იდან 45%-მდე გაიზარდა, მკვლევარების აზრით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია 57%-იანი ზრდა,რაც ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობისთვის ძალიან კარგი იქნება.

მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოში მრავალი გეოპოლიტიკური, ეკონიმიკური, სოციალური თუ სხვა პრობლემები და საფრთხეები არსებობს, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მეტი ტურისტი 2014 წელს დაფიქსირდა, 2015 წლის მიწურულამდე ორი თვეა, თუმცა ფიქრობენ რომ მონაცემები წინა წელთან შედარებით უკვე გადაჭარბებულია.

საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში, იგი 1974 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გვთავაზობს ანგარიშს, კვლევებსა და სტატისტიკებს. 2015 წლის მსოფლიო ტურიზმის შეფასება და ოფიციალური ანგარიში 2016 წელს გვეცოდინება, თუმცა პირველადი მონაცემები და 2030 წლამდე არსებული პერსპექტივები უკვე ცნობილია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზაცია კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე, ეს მონაცემები ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვისა და დაგეგმარებისთვის მეტად საჭიროა.

პირველადი მონაცემები, რომლებიც წლის ბოლოს მუშავდება და საბოლოო სახეს იძენს, სხვადასხვა ქვეყნიდან მიეწოდება ორგანიზაციას, ეს მონაცემები კი საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი.

ევროპამ 2014 წელს 582 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო, 2015 წლისთვის ეს 593 მილიონამდეა გაზრდილი, აშშ-ს მონაცემებით, ტურისტების  რაოდენობამ თუ გასულ წელს 181 მილიონი შეადგინა,13 მილიონიანი ზრდაა ამ წელს. აზიის შემთხვევაში ეს რიცხვი 263 მილიონია.  შუა აღმოსავლეთში ორი წლის მონაცემებით პოზიტიურ შედეგები გვაქვს, ტურისტთა რიცხვი 2013  წელთან შედარებით 3 მილიონით გაიზარდა და 51 მილიონი შეადგინა.

საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქების ხუთეული ასე გამოიყურება: პარიზი – დაახლოებით, 15 მილიონი (ტურისტთა რიცხვი 2010 წლის მონაცემებით) ტურისტი ერთ წელში, ლონდონი – 14,6 მილიონი, ნიუ-იორკი 9,7 მილიონი, ანტალია  და სინგაპური 9,2 მილიონი ტურისტი.

პირველადი მონაცემების ანგარიშში ზუსტი ციფრები არაა დასახელებული,თუმცა განხილულია სამომავლო პერსპექტივები. ორგანიზაციამ სამომავლო პერსპექტივების შესახებ საფუძვლიანი მუშაობა 1990 წელს დაიწყო, ანგარიშის მონაცემები 2020 წლამდეა გათვლილი, მეორე სამუშაო ჯგუფი 2010 წელს-2030 წლის პერსპექტივით მუშაობს.

ტურიზმი

ეს წინასწარი მონაცემები გამდიდრებულია პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ გარემო ფაქტორების აანალიზით. ანგარიშის (Tourism Towards 2030) მიხედვით, ყოველწლიური მატება 2010 წლიდან 2030 წლამდე 4 %-ი იქნება. პროცენტები უშუალოდ რაოდენობაში, რომ გადავიყვანოთ დავინახავთ, რომ ეს წელიწადში 43 მილიონით მატებას გულისხმობს.

ჩვენ ოცწლიანი პერსპექტივის ეს რიცხვი შეგვიძლია შევადაროთ 1995 წლიდან 2010 წლამდე არსებულ რიცხვს, 28 მილიონს. შესაბამისად, ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიურმა თუ სხვა მნიშვნელოვანმა მიღწევებმა ორჯერ მეტად გაზარდა ტურისტთა რიცხვი ერთ წელში.

2020 წლის პერსპექტივით, არსებული სამუშაო ჯგუფი ვარაუდობს, რომ წელიწადში 1,4 მილიარდი ტურისტი ეყოლება მსოფლიოს. 2030 წლისთვის, ეს რიცხვი 1,8 მილიარდს მიაღწევს.

2015 წელმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მზარდი პოტენციალი ტურისტულ ინდუსტრიაში აზიასა და წყნაროკეანეთს აქვს.

მონაცემების მიხედვით, ამ ტერიტორიებზე წელიწადში ტურისტთა ნაკადი 331 მილიონიდან 2030 წლისთვის, 535 მილიონამდე გაიზრდება, ეს კი 4,9%-იანი ზრდაა. რაც შეეხება აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს, მოლოდინები აქაც დიდია, მონაცემების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში თუ წელს, დაახლოებით, 61 მილიონი ტურისტი ჩავიდა, ეს რიცხვი 2030 წლისთვის 149 მილიონს მიაღწევს.

აფრიკის შემთხვევაში, პირველადი მონაცემებით, წლევანდელი ტურისტთა რაოდენობა 50 მილიონია და ოცი წლის პერსპექტივით, მათი რიცხვი 136 მილიონამდე გაიზრდება.

ევროპაში ეს რიცხვი 475 მილიონია – მზარდი 744 მილიონამდე, აშშ-ში ექსპერტთა შეფასებით, ზრდა შედარებით  ნელი ტემპით წავა და 150 მილიონიდან 248 მილიონამდე მიაღწევს.

საბოლოო ანგარიში, რომელიც 2015 წლის ტურისტული სეზონის შეფასებას შეეხება, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, მანამდე ექსპერტები ქვეყნებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ წლის დასასრულამდე ორი თვეა და ამ ორ თვეში, ან მომავალი წლის პერსპექტივით, სასურველი იქნება თუ, მსოფლიოს მთავრობები სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას და ვიზების მიღების პროცედურების გამარტივებას დაიწყებენ.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

რეზო გაბრიაძე – “ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება…”

რეზო გაბრიაძე – “ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება…”

5 years ago

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

9 years ago
ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლები განთავსდება

ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლები განთავსდება

7 years ago

აშშ და ევროპა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას იწყებენ

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by