საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას თავდაცვის მინისტრ ანატოლი სალარუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ უპირველესად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მათივე განმარტებით, მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროინტეგრაცის მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
“შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ საქართველო – მოლდოვას ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს და ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.