• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჯეიმს აპატურაი: „მივესალმებით მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში“

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

apaturaiსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები წარმოადგენდა. ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ალიანსის წარმომადგენელმა მსოფლიო უსაფრთხოებაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების წარმატებულ პროცესს გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.

„დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან და საქართველოდან აგზავნიან იმ მესიჯებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში  საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთიანობაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჯეიმს, რომელიც როგორც  კონფერენციაზე ითქვა, ნატოს სახეა საქართველოში და ასოცირდება პირდაპირ ნატოსთან საქართველოში; ის ყოველთვის მზადაა ჩამოვიდეს თბილისში და არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე ჩვენთან ერთად ისაუბროს,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მინდა მოგილოცოთ წარმატებული რეფორმები, რომელიც თქვენ და თქვენმა წინამორბედებმა თავდაცვის სფეროში განახორციელეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპები, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება; ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც თქვენ და ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსენით. მინდა ნატოს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის სახელით, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ. მრავალი წელია საქართველოში ჩამოვდივარ, თქვენთან ვთანამშრომლობ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების  ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება.  კიდევ უფრო მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში. მადლობა ამისთვის,“ – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრის მუშაობაც შეაფასა: „რასაც ვხედავთ მინისტრისგან, ეს არის განსაკუთრებული მუხტი რეფორმების გატარებისადმი, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანისადმი. ჩვენ ვხედავთ იმ პატივისცემას, რომელიც ჯარისკაცებს მის მიმართ აქვთ. ეს არის ის, რაც ჩემი თვალით ვნახე და რასაც ბრიუსელში ძალიან ვაფასებთ,”

ნატოს გენერალური  მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება. ასევე დაგეგმილია, ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ალიანსის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საჯარო ლექციას წაუკითხავს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე ტურამდე გაასაჯაროვოს ეს კადრები” – გიორგი ონიანი

10 years ago

“მათ ეს გეგმები ჩაეშალათ და ამიტომ დროზე ადრე დატოვეს საკრებულოს სხდომა” – დავით ნარმანია

10 years ago

„სმარტი“ მომხმარებელს კომპანიის წარმოების სააღდგომო პასკებს სთავაზობს

13 years ago
ექიმებიც ადამიანები ვართ! დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით – ლევან რატიანი

არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, კლინიკაში რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ – ლევან რატიანი

6 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by