• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Bebbo – ქართული ჩითი მსოფლიო ბაზარზე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
Bebbo – ქართული ჩითი მსოფლიო ბაზარზე
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბებოBebbo – ეს ახალი  ბიზნეს იდეაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ჩითის გასვლას გულისხმობს.

ქართული ხალხური რეწვის განვითარებას მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია. საქართველოს მთიან რეგიონებში შინამრეწველობა, ძირითადად გულისხმობდა მატყლისა და ტყავის დამუშავებას. თუში ქალები ქსოვდენ წინდებს, ხურჯინებს ამზადებენ ტანსაცმლისათვის მაღალი ხარისხის შალებს, ფარდაგებს, ხალიჩებს და ა.შ.

კავკასიაში გავრცელებულ მატყლის სახეობებს შორის თუშური ცხვრის უხეში და მბზინავი მატყლი უმაღლესი ხარისხის მატყლად ითვლება. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები შედარებით მეტად იყო მოცილებული ბარს, კომუნიკაციების უქონლობის გამო ქვეყნის ეს კუთხე თავისებურად და იზოლირებულად ვითარდებოდა. ამ ფაქტორმა განაპირობა  რეგიონის ხალხური რეწვის თვითმყოფადი ხასიათი.

Bebbo-ს ავტორი 20 წლის ქართველი სტუდენტია, რომელიც ინგლისში ფინანსებს სწავლობს. ზუკა ალავიძემ ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის პროდუქტის საიმიჯო რგოლი გადაიღო და განათავსა kickstarter -ის  საიტზე.

„თბილისი თაიმსი“ ინგლისში მცხოვრებ ზუკა ალავიძეს დაუკავშირდა და ბიზნეს იდეის დეტალების შესახებ ესაუბრა.

12179953_1065027640195178_332778611_n

მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან გაჩნდა პროექტის იდეა, როგორია „Bebbo“-ს შექმნის ისტორია და რას გულისხმობს თავად ეს პროექტი?

– როგორც იცით, „ბებო“ თუშური ჩითია, სახელი კი  ჩვენ დავარქვით. იდეა თუშური ჩითის ე.წ. „ბრენდირება“, მსოფლიოსთვის მისი გაცნობა და შეთავაზებაა.

სულ მქონდა ჩითები, მთელი ბავშვობა მეცვა და გული მწყდებოდა  ჩემთან ერთად რომ არ „იზრდებოდნენ“…

უცხოელი მეგობრებისთვისაც საუკეთესო საჩუქარი იყო ხოლმე, ხოდა იდეაც აქედან გაჩნდა – „რატომ ერთი ორი უცხოელი და არა მთელი პლანეტა“ ვიფიქრე და მოკლედ მოვუყევი ჩემი განზრახვის შესახებ მეგობრებს.

პროექტის სხვა დეტალების შესახებ,რომ მოგვიყვეთ,როგორ შეიქმნა სახელი, ლოგო, საიმიჯო რგოლი?

– მოვუყევი მეგობრებს ამ დიადი გეგმის შესახებ და დავიწყეთ ფიქრი ფორმაზე – როგორ მივაწოდოთ მომხმარებელს, როგორი უნდა იყოს ლოგო, ვიდეო და ა.შ.

ყველაფერი ე.წ. „ბრეინსტორმინგის“ შედეგად გაჩნდა და შეიქმნა. სახელის იდეა ანანო დოდელიას ეკუთვნის. ლოგოს ავტორი მხატვარი და ფოტოგრაფი ნინო ალავიძეა, ვიდეო რგოლი გადაიღო ასევე ჩვენმა მეგობარმა ოპერატორმა.

როგორც ცნობილია,საიმიჯო რგოლი kickstarter.com -ზე განთავსდა, სწორედ ამ საიტიდან იღებთ დაფინანსებას, უშუალოდ ვისგან ხდება დაფინანსება და რა პროცედურებს მოიცავს იგი?

– კიკსტარტერის პრინციპი მარტივია – თუ მოგწონს წარმოდგენილი პროდუქტი, შეგაქვთ თქვენი წვლილი პროექტის დაფინანსებაში.

ბებო

დამფინანსებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენი „ბებოც“, ჯერ მხოლოდ პროექტია და დაფინანსების მოლოდინშია, თუ დაფინანსდება ანუ თუ, შენატანები მიაღწევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, მხოლოდ მაშინ გახდება ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ჩვენ შევძლებთ ამ თანხის გამოყენებას, ხოლო თუ ვერ მიაღწევს ამ ნიშნულს, ყველა მომხმარებელს თავისი შენატანი უკან დაუბრუნდება.

ამას თავად კიკსტარტერი უზრუნველყოფს.

როგორ აპირებთ, შეგროვებული ფინანსური რესურსების გამოყენებას „Bebbo“- პროდუქციის წარმოებაში და წარმატებების შემთხვევაში,რა ეღირება „Bebbo”?

– როგორც უკვე გითხარით, თუ პროექტი კიკსტარტერზე წარმატებული იქნება, მაშინ ჩვენ მივიღებთ ამ თანხას და მას, პირველ რიგში, მოვახმართ იმ ვებ–გვერდს, რომლიდანაც „ბებოები“ უნდა გაიყიდოს და დავაკმაყოფილებთ იმ მომხმარებლებს, რომელმაც კიკსტარტერზე ბებოს მხარი დაუჭირა და გამოთქვა მისი შეძენის სურვილი.

Bebbo-ს, სხვადასხვა რეგიონის თუ ქვეყნის მომხარებლისთვის სხვადასხვა ფასი ექნება. მაგალითად, ბრიტანელებისთვის ის 35 ფუნტი ეღირება.

ბებო

ამ დროისთვის,რა ეტაპზეა პროექტი და  რა არის „Bebbo”-ს ის ძირითადი უპირატესობები,რითიც უნდა დაინტერესდეს მომხარებელი?

– პროექტი ასე ვთქვათ, ჯერ ისევ პროექტია, ანუ ჯერ არ დასრულებულა და მოლოდინში ვართ.

Bebbo-ს უპირატესობა, სხვა სახლის ფეხსაცმელთან შედარებით, მის ნატურალურობასა და ეკოლოგიურად სისუფთავეშია. ყველაზე მთავარი უპირატესობა კი არის ის, რომ მხოლოდ შენ გაქვს –  ჩვენი საიტი მისცემს საშუალებას მომხმარებელს თავად შექმნას დიზაინი და მიიღოს უნიკალური Bebbo, ისეთი, როგორიც არავის ექნება.

როგორ წარმოგიდგენიათ პროექტის მომავალი?

– პროექტი რეალურ საქმედ უნდა გადაიქცეს, მეტი ჯერჯერობით არაფერი წარმომიდგენია. ძალიან მინდა, რომ ყველამ ვინც დღეს ჩვენ გვენდობა და მხარს გვიჭერს იგრძნოს ის სიკეთე, რაც ამ არაჩვეულებრივ ფეხსაცმელს აქვს.

გთავაზობთ საიმიჯო რგოლს:

https://www.kickstarter.com/projects/233515106/bebbo-simply-comfortable?ref=video

ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

Share8Tweet5

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო
ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

საინტერესო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10 years ago

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა

8 years ago
ქუთაისში ქალს „ფაიზერის“ ნაცვლად მეორე დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა გაუკეთეს

ქუთაისში ქალს „ფაიზერის“ ნაცვლად მეორე დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა გაუკეთეს

5 years ago
“ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები და შეცვალოს ვითარება” – პაატა შეშელიძე

“ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები და შეცვალოს ვითარება” – პაატა შეშელიძე

10 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by