• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დასაქმება ბიზნესსექტორში თითქმის 61 000-ით გაიზარდა”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გარიბაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონალური კონფრენეციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

„2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში – ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა,  ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და მეტი მოქალაქის დასაქმება შევძელით“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგროკრედიტი“, “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამებით – მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 000 ადამიანი დასაქმდა.
პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მარტივდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა.
„ჩვენ ბიზნესს სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს საქართველოში, თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ინვესტორი აბსოლუტურად თავდაჯერებულია. შედეგად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 87%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი პროგრამები, 10%-ით ვასუბსიდირებთ ბიზნესის სესხს და მათ უწევთ მხოლოდ 1-2%-ის გადახდა; უფასოდ ვაძლევთ მიწებს, ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, რათა მეტად იყოს წახალისებული ბიზნესი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველად შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა განხორციელდა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, რადგან კარგად გვესმის, რომ განათლების მიმართულებით მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ვერ შევძლებთ ვერც სამუშაო ადგილების შექმნას, ვერც ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ განათლების მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, განათლებული თაობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში”, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე, მსჯელობის შედეგად, ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
დასაქმების რეგიონული ფორუმი თბილისში გაეროს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობების ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მთავრობების წევრები, კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს

სერიოზული სანქციები, რომელიც დღეიდან შემოდის მოწოდებულია იმისკენ, რომ რუსეთზე დამატებითი ზემოქმედება მოხდეს

12 years ago
ვეცდებით, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო – ტიკარაძე

“კომენდანტის საათის” მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს – ტიკარაძე

5 years ago

მაია ფანჯიკიძე ვიშეგრადის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

12 years ago
„ომი უკრაინაში შესაძლოა შობისთვის დასრულდეს…“ – უცხოური მედია 

„ომი უკრაინაში შესაძლოა შობისთვის დასრულდეს…“ – უცხოური მედია 

4 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by