“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას “ტაბულას” დირექტორი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დაკითხვაზე 13:00 საათზეა დაბარებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციის სცენარს სთავაზობს.






