საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, – ნათქვამია საქარველოს პრემიერის სამძიმრის წერილში.