• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სომეხთა საკათედრო ტაძარის ხელახალი კურთხევა და გახსნის ცერემონიალი გაიმართა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
სომეხთა საკათედრო ტაძარის ხელახალი კურთხევა და გახსნის ცერემონიალი გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისში გაიმართა  საქართველოს ეპარქიის  სომეხთა  სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიალი, რომელიც შეასრულა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ.

12202049_882918758471849_1680616313_nსაზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და სომხური საზოგადოების  წარმომადგენელნი.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ტაძრის რესტავრაციასა და აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი სოზარ სუბარმა: „დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ ამ ტაძრის რესტავრაცია და აღდგენა მოხდებოდა. და დღეს ეს შესრულდა. მრავალმხრივი ძალისხმევით მოხერხდა ტაძრის აღდგენა, რაშიც ჩართული იყო საქართველოს მთავრობა, სომხური ეკლესია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არა ერთი სომხური ეკლესია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი მეგობრობა, რომელიც მრავალი ათასწლეულია მოდის კიდევ გრძელდება ამიერკავკასიაში, კერძოდ კი საქართველოს მიწაზე, რომელიც არის მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით გამორჩეული“.

კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელიც ეკლესიის რესტავრაციის  მთავარ დონორთა სიაში იმყოფება. „ძალიან სასიამოვნოა, რომ ტაძარი აღდგა. ამდენი საუკუნეა ერთად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც გრძელდება დღეს ორ ერს შორის, არის, შეიძლება ითქვას, ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურული ძეგლი ვის ეკუთვნის და თუ საერთოდ ისტორიას ვუყურებთ ჩვენ, მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია,“- აღნიშნა მან.

მეიდანის „სურბ გევორგის“ (წმინდა გიორგი) ტაძარი  – ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა  თბილისში, ამჟამად სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაა. ნაგებობამ ჩვენამდე სერიოზული დაზიანებებით მოაღწია და მას საფუძვლიანი რესტავრაცია ესაჭიროებოდა.

ბიძო

რეკონსტრუქციის პროექტის განხოლციელება დაიწყო 2012 წელს, “სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) ფონდის, საქართველოს მთავრობის  მხარდაჭერითა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის კურთხევით.

ეკლესიის აღდგენით  სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ როგორც სომეხი, ასევე ქართველი სპეციალისტები. პროცესმა  სამ  წელს გასტანა, რის  შედეგადაც ეკლესიამ აღიდგინა  პირვანდელი სახე – მოპირკეთდა აგურით. ასევე ჩაუტარდა გამაგრებითი თუ სხვა საჭირო სამუშაოები (საძირკვლის, კედლების და გუმბათის  გამაგრება, კანკელის და ფრესკების რესტავრაცია).

„სურბ გევორგის“ ეკლესია აღდგინეს ქველმოქმედთა შემოწირულობებით.  სარესტავრაციო პროექტის   საერთო ღირებულება შეადგენს   3,5 მილიონ დოლარს.

საქართველოს სომხებისა და ქალაქ თბილისისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის აღდგენის საქმეში მხარდაჭერისთვის დონორების მიმართ მადლიერებას გამოთქვამს ფონდ IdeA-ს თანადამფუძნებელი რუბენ ვარდანიანი. მან  აღნიშნა, რომ  სამომავლოდ ტაძართან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება“.

„სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია სრულიად სომეხთა დედა ეკლესიაა, ვინაიდან ათას შვიდასი წელია ის სულიერ   საზრდოს აძლევს თავის შვილებს, დედობრივი მზრუნველობით გარშემო შემოიკრიბა მსოფლიოში გაფანტული სომხობა. სომეხთა ეკლესიამ დაიცვა და შეინარჩუნა სომხური დამწერლობა,  საუკუნოვანი სასულიერო მუსიკა და ხელოვნების დარგები. ტაძარი   მაღალი ღირებულების მქონე  ფრესკებითა და   სულიერი   ღირებულებით ხდება როგორც სომხური სათვისტომოს, ასევე თბილისის გულში აღმოცენებული მარგალიტი, რომელიც ამდიდრებს მრავალეთნიკურ  და მრავალკონფესიურ  ქალაქს“, – ამბობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ცერემონიალის შემდეგ ეკლესიის რესტავრაციის პროექტის ქველმოქმედთა სახელით გაიხსნა მემორიალური დაფა.

მოამზადა

სოფიკო ნინიკაშვილმა

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

10 years ago
კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

11 years ago
ფინანსთა სამინისტრო “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

11 years ago
თაფლის ლაბორატორიული კვლევა  ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს

ბოლო სამ წელში საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 78,3%-ით შემცირდა

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by