სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.
“პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე”, – განაცხადა გიორგობიანმა.
გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
ტერაქტების გამო საფრანგეთში საგანგებო მდგომაროების გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ამ დროისთვის შეზღუდვები საზღვართან არ დაწყებულა.
ბერლინიდან პარიზის მიმართულებით მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები და ავტობუსებით გადაადგილებაც ჯერ-ჯერობით თავისუფალი, ასევე საჰაერო მიმოსვლაც არ არის შეუზღუდავი.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული.












