• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 7, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

9335prokuratura1საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს – ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ, კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილია 2004 წელს მომხდარი სისტემური დანაშაული, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი.
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს კი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

გაგაცნობთ გამოძიებით დადგენილ იმ დანაშაულებრივ სქემას, რითაც მოქმედებდნენ ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევისას, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა. კერძოდ, 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მათ შორის აჭარის ა.რ უშიშროების მინისტრი აკაკი ცინცაძე და აჭარის ა.რ. პროკურორი გივი პაპუაშვილი. თათბირზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლები.

თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს “საქართველოს საზღვაო ბანკის” ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები დაკავშირებული იყვნენ აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რის გამოც აუცილებელი იყო ბანკის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს.

ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ეროვნული ბანკისა და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლებს და ,,საზღვაო ბანკის” ლიკვიდატორებს უნდა შეედგინათ სიები კრედიტორების და მათ მიერ დასაფარი თანხების თაობაზე, აჭარის უშიშროების სამსახურს უნდა მოეპოვებინა ცნობები მსესხებლების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ეს ინფორმაცია გადაეგზავნათ პროკურატურაში, მათ შორის პირადად ზურაბ ადეიშვილთან, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს კი სამართალდამცავ ორგანოში უნდა დაებარებინათ სს “საქართველოს საზღვაო ბანკის” მსესხებლები და ნებისმიერი ფორმით მათგან მოეთხოვათ ბანკიდან აღებული კრედიტების უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებით დადგენილი კრედიტის დაფარვის ვადა არ იყო ამოწურული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.

ხსენებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც.
აქედან გამომდინარე, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს “რთველი XXI”-ს დამფუძვნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს “საქართველოს საზღვაო ბანკი”-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060 %, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას.

პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს “საქართველოს საზღვაო ბანკი”-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.

აღნიშნულზე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ სამართალდამცავებისგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა და ამის შესახებ გივი პაპუაშვილს აცნობეს. ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით, სამართალდამცავების ორგანიზებით, შუა ღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს “რთველი XXI”-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდეთ რამოდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას არ მოინახულონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

13 years ago

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს

10 years ago

კვების ბლოკების შემოწმების შედეგად, 15 ბაღი და 8 სკოლა დაჯარიმდა

10 years ago
დღის გმირები! – მათ დაკარგული 11 წლის მარიამი იპოვეს

დღის გმირები! – მათ დაკარგული 11 წლის მარიამი იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by