• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, ივნისი 2, 2023
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თეა წულუკიანმა მთავრობას ოთხი უწყების მიერ მომზადებული მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის ახალი წესი წარუდგინა

2015/11/19
in პოლიტიკა
Reading Time: 1 min
2 0
“ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშვებს”
2
SHARES
22
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წულუკიანიიუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის და, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. საკანონმდებლო ინიციატივაზე ოთხი სამთავრობო უწყება − იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერთობლივად მუშაობდა. პროექტის შემუშავებაში, ასევე, ჩართული იყვნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები. ამასთან, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების, ადვოკატებისა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.

„მრავალთვიანი მუშაობისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა ის კომპრომისული ვარიანტი, რომლის წარდგენაც დღეს მთავრობის სხდომაზე შევძელით. ამ მოდელის დადებით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამართალდამცველებს არ შეუსუსტდებათ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობები, რაც უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ მეტად აქტუალურია; მაგრამ, ამავე დროს, მათ დაუდგინდებათ ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, რაც მოწმის პარტნიორად და მის დანაშაულის გახსნის მონაწილედ ქცევას გულისხმობს. ეს მოდელი, ასევე, მაქსიმალურად იცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა პროექტზე მუშაობისას და, რასაკვირველია, კონსულტაციების ყველა მონაწილე ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მაგრამ, ვთვლი, რომ აუცილებელია, რეფორმების გზაზე საჯარო კონსულტაციებისა და კომპრომისების გზით ვიაროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა ის, რისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას.

კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი სიახლე ისაა, რომ, როგორც წესი, მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი ხდება: მას ვერავინ აიძულებს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს, ან კიდევ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი ფუძემდებლური სტანდარტია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ წესის საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში შემოტანის შესახებ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ.

თუმცა, მოწმის მიერ ნებაყოფლობით მიცემული ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და განზრახ არ შეჰყავდეს გამოძიება შეცდომაში.

იმ შემთხვევებში, თუ მოწმე უარს იტყვის ნებაყოფლობითი გამოკითხვის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს ექნება უფლება, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე უკვე სავალდებულო წესით დაკითხოს იგივე პირი. მოწმის დაკითხვის ასეთი წესი, ერთი მხრივ, გამორიცხავს მოწმეზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებას, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს გამოძიებას, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა ხელი არ შეეშალოს საგამოძიებო პროცესს.

პირის მოწმედ დასაკითხად მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი ან გამომძიებელი. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე; დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, მოწმის დაკითხვა ხდება  მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.  დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომისას  დაწყებული დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის.

დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, ვინაიდან ეს არ არის საქმის განხილვის ეტაპი, რეალურად საქმე გვაქვს საგამოძიებო მოქმედების − მოწმის დაკითხვის − სასამართლო დარბაზში გადატანასთან, რაც მოწმის დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა. თუმცა, დაცვის მხარეს აუცილებლად მიუწვდება ხელი ამგვარი დაკითხვის ოქმზე. უფრო მეტიც, მას წინასასამართლო სხდომაზე შეუძლია, მოითხოვოს ამ ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, საქმის არსებითი განხილვისას კი უფლება აქვს, ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე და გამოავლინოს შეუსაბამობები მის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის. ამ მიზნით მხარეს შეუძლია, მოითხოვოს მოწმის მიერ მაგისტრატი მოსამართლისათვის მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა ისე, რომ არ დასჭირდეს იმის მტკიცება, რომ ეს ჩვენება მუქარის ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ეს წესი კანონპროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და სრულად იცავს დაცვის მხარის უფლებებს.

ამით ხდება ეუთო-ს  2014 წლის „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში“ ასახული რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის თანახმადაც, მხარეს მოწმის ჩვენებების გასაჯაროებისა და მათ შორის არსებითი წინააღმდეგობის სადემონსტრაციოდ არ უნდა დასჭირდეს მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. მოწმის დაკითხვის ამ წესის შემოღება სამართალდამცავ ორგანოთა გადამზადების გააქტიურებას მოითხოვს.

„ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთხელ გადადებულიყო მოწმის დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა, კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელი სრულად ამუშავდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან ყველა დანაშაულთან მიმართებით, ხოლო ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ეს წესი ამოქმედდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან, რა დროშიც როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ისე სასამართლოსაც უფრო სერიოზული მომზადება მოუწევთ. ამ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა შედგა მთავრობის სხდომაზეც“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მოცემულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უკვე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივად იქცა, საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია  წარადგენენ.

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 83%-ზე მეტია დათვლილი –  წინასწარი შედეგები
ახალი ამბები

ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 83%-ზე მეტია დათვლილი – წინასწარი შედეგები

2023/05/28
“საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში” – ღარიბაშვილი
ახალი ამბები

“საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში” – ღარიბაშვილი

2023/05/26
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია – გაიაშვილი
ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია – გაიაშვილი

2023/05/20
პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს და დაასრულებდა ოკუპაციას – კელი დეგნანი
ახალი ამბები

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს და დაასრულებდა ოკუპაციას – კელი დეგნანი

2023/05/13
გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
ახალი ამბები

გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

2023/05/13
ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა – პაპუაშვილი
ახალი ამბები

ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა – პაპუაშვილი

2023/05/12

კალენდარი

ივნისი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
« მაი    

სიახლეები

  • რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის 2023/06/01
  • ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია – მაკრონი 2023/05/31
  • საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა 2023/05/31

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In