• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგობას მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ზეიმობენ

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
გიორგობას მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ზეიმობენ
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12272685_892170864213305_833047622_nახალი არ არის, რომ ქართველებს წმინა გიორგი განსაკუთრებულად უყვარს. “ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა.“- აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. თავისი ღვაწლის, უფლისადმი თავგანწირვის გამო ჩვენი წინაპარი უდუდეს პატივს მიაგებდა და ამას  სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ ნოემბრის თვის ხალხური სახელწოდება „გიორგობისთვეა.“

საქართველოში წმინდა გიორგის კულტი VII საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა, რადგან ამ პერიოდიდან გაჩნდა მისი უძველესი გამოსახულებები ქართულ ძეგლებზე (მარტვილის ტაძრის ფრიზი).

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ წარმართულ პერიოდში, ქართველი ერის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში უფროსობითა და ძლიერებით პირველი ადგილი წმიდა გიორგის ეკავა. თითქმის ყველა უმთავრესი დღეობები საქართველოში წმიდა გიორგის სახელს უკავშირდება. მაგალითად, გერისთობა, გიორგისჯვარობა, უსანეტობა, არბოობა, თეთრი გიორგობა და სხვანი.

არსებობს ეკლესიური გადმოცემა, რომ  ჩვენ ქვეყანაში მის სახელზე აგებული  იმდენი  ეკლესია და სალოცავია, რამდენი დღეცაა წელიწადში.

წმინდა გიორგი, წინ მიუძღოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ ქართველთა ლაშქარს დიდგორის ომის, ბახტრიონის აჯანყების დროს, და არა მხოლოდ. მის მფარველობას, შემწეობას ყოველთვის გრძნობდნენ ქვეყნისთვის თავდადებული  მეომრები.

მას აღიარებს არამარტო მართმადიდებლური ეკლესია,  არამედ ყველა ქრისტიანული მიმართულება: კათოლიკური, პროტესტანტული, სომხურ-გრიგოლიანული, მონოფიზიტური. უფრო მეტიც: წმინდა გიორგის სიკვდილი და აღგომა, როგორც მეცნიერები ამბობენ, მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ‘’ყურანის კომენტარებშიც’’ იხსენიება.

არაერთი მოვლენა  ასოცირდება  გიორგობის დღესასწაულთან. დღეს კი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეემატება მათ რიცხვს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ნათლულების 41-ე ნათლობა გაიმართება.   უწმინდესი  797 ბავშვის ნათლია გახდება.

ყველგან დიდი რწმენითა და  სიხარულით აღნიშნავენ ამ დღეს, თუმცა ჰერეთში გიორგობის დრესასწაულები განსაკუთრებით უყვართ, რადგან მხოლოდ ამ დღეებში იხსნება სალოცავად ქურმუხის ტაძრი,  რომელიც როგორც ქართველთა, ასევე  მუსლიმთათვის   წმინდა ადგილად ითვლებოდა.

საინგილოს „ქურმუხის წმიდა გიორგი“ საქართველოს უდიდეს სალოცავთა რიცხვს განეკუთვნება. ის ძველ ნატაძრალზე 1890-იან წლებში კათოლიკოს პატრიარქის ლეონიდეს თაოსნობით აშენებულა. ნაგებობამ მე-20 საუკუნეშიც არაერთ ქარიშხალს გაუძლო, უკანასკნელად კი მისი გუმბათის რესტავრაცია და მასზე ჯვრის აღმართვა ადგილობრივი ქრისტიანების ძალისხმევითა და ილია მეორეს შეწევნით მოხდა.

ქურხუმის წმნინდა გიორგი სალოცავისაგულისხმოა, რომ ტაძრის სრულფასოვნად ამოქმედებაზე შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესთან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ქრისტიან სასულიერო პირებს უფლება მიეცათ, წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ეკლესიაში მღვდელთმსახურება აღავლინონ. დღესასწაულზე უამრავი მომლოცველი ჩადის, როგორც ქრისტიანი, ისე – მუსლიმანი. მათ ტაძრამდე მისასვლელად, დაახლოებით 1კმ-იან ბილიკს ფეხით გავლა უწევთ და სალოცავს სურვილების ასრულებას სთხოვენ. მომლოცველები ტაძარს მამალს სწირავენ, რაც ლეგენდასთანაა დაკავშირებული.

ხალხური გადმოცემისა თუ ლეგენდის მიხედვით, უზარმაზარი ლოდი, რომელზედაც ეკლესიაა აღმართული, გამოჭრილია და შიგ ხატები ინახება. გამოჭრილს კარი ჰქონია, რომელიც წმიდა გიორგის ისე დაუხურავს, რომ აღარ ჩანსო. წელიწადში ერთხელ, აღდგომის ღამეს, ხალხის თქმით ღვთისმშობელი აღებდა კარს, გამოდიოდა გარეთ და თმებს ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა. შუაღამეს შიგნიდან ოქროს მამალიც გამოფრინდებოდა და სამჯერ დაიყივლებდა ხოლმე: მხოლოდ ამის შემდეგ ყიოდნენ დანარჩენი სოფლის მამლები. ერთ აღდგომის ღამეს, როდესაც ღვთისმშობელი გარეთ გამოსულა, თათარი მიჰპარვია. ღვთისმშობელი კარში შესულა. იმ კაცს მის დასაჭერად ხელი გაუწვდენია და მკლავი გაშეშებია, კარი კი ისე მაგრად მიხურულა, რომ აღარც კი ჩანდა. შეშინებული თათარი შეჰვედრებია ეკლესიას, შველა უთხოვია, მკლავი მორჩენია და თავადაც გაქრისტიანებულა.

ინფორმაციისთვის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით  საქართველოში ამჟამად 187 971 გიორგი, 13 028 გია, 4500 გოგა, 3580 გოგიტა და 2455 გიგი ცხოვრობს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ბზობა – იერუსალიმში ჯვარცმად მიმავალი ქრისტე

ბზობა – იერუსალიმში ჯვარცმად მიმავალი ქრისტე

10 years ago
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა

6 years ago
როდესაც მასწავლებელი აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება მათ პოლიტიკოს მშობლებს, ეს არის ბოლშევიზმისა და ფაშიზმის სინთეზი

როდესაც მასწავლებელი აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება მათ პოლიტიკოს მშობლებს, ეს არის ბოლშევიზმისა და ფაშიზმის სინთეზი

4 years ago
„ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო…“ – ილია თოფურია დღევანდელ მატჩზე

„ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო…“ – ილია თოფურია დღევანდელ მატჩზე

3 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by