• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თსუ-ში ლექტორები ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობენ

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
თსუ-ში ლექტორები ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველ დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნები ჩატარდა და  ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელად ნინო ჭალაგანიძე დაინიშნა.

გერსამიამარიამ გერსამია

მარიამ გერსამია, რომელიც ამ მიმართულების ხელმძღვანელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო, თავის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ  ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრეც ავრცელებდა და ამბობდა, რომ ამის მიზეზი მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები იყო. როგორც თავად აღნიშნავს, უნივერსიტეტის გარკვეულ წრეებში მას თავისი პოლიტიკური თუ სხვა სახის შინაარსის სტატუსების გამო დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით,  ჟურნალისტიკისა და მასობირივი კომუნიკაციის მიმართულების ყოფილ ხელმძღვანელს ფაკულტეტის დეკანთან – თამარ დოლბაიასთან, არცთუ ისე კარგი ურთერთობა ჰქონდა და როგორც წყაროები ამბობენ, ეს ძირითადად სხვადასხვა  პოზიციაში უთანხმოებით გამოიხატება. მაგალითად, მარიამ გერსამიას მოთხოვნა ჟურნალისტებისათვის მეტი პრაქტიკული კურსის დამატება იყო და არა იმ მიმართულებით წასვლა, რომელიც ბოლო წელს რექტორის ხელმძღვანელობით გადაწყდა. კერძოდ, 2014 წლიდან უნივერსიტეტი სამეცნიერო ტენდენციას შეუერთდა და ყველა მიმართულებაზე თეორიული სწავლების გაზრდის დირექტივა გაიცა.

,,საქმე ისაა, რომ თეორიაზე აუცილებელი ჩვენთვის, ჟურნალისტებისათვის – პრაქტიკაა. რისი სიმცირეც ყოველთვის შეინიშნებოდა, მე ვფლობ ინფორმაციას, რომ ამის გამოსასწორებლად ქალბატონი მარიამი ბევრს აკეთებდა. ზოგადად, გაუგებრად მიმაჩნია – როგორ, რა ფორმით გადააყენეს იგი და რატომ მოხდა ეს პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად“ – აღნიშნავს ამავე მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი – ქეთი გოგუაძე.

უკვე გამოქვეყნდა ოქმი, რომლის მიხედვითაც,  გუშინ ჩატარებულ არჩევნებს ამომარჩეველთა საბჭოს ყველა წევრი არ დასწრებია. საბჭო 17 წევრისგან შედგება, თუმცა მათგან მხოლოდ 12 ლექტორი მოვიდა.  ნინო ჭალაგანიძის კანდიდატურას 11-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ ირმა ბიჭიკაშვილმა შეიკავა თავი. წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ მიმართულების სხვა ლექტორებიც, მათ შორის, თამაზ ჯოლოგუა და მარი წერეთელი, თუმცა მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.  მომდევნო სხდომა 3 დეკემბერს არის ჩანიშნული, რომელზეც საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობის პროცესის დაგეგმვა განიხილება.

მარიამ გერსამიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს ლექტორების ნაწილი აპროტესტებს და უნივერსიტეტიდან წასვლას აპირებს.  რამდენიმე მათგანმა უკვე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, სტუდენტები კი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ლექტორებსა და ადმინისტრაციას მათი უფლებების დარღვევისკენ მიუთითებენ.

,,ბოდიშს ვუხდი ჩემს სტუდენტებს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ აღარ შევალ მათთან ლექციებზე“ –  აღნიშნავს ჟურნალისტიკის მიმართულების ერთ-ერთი ლექტორი, დალი სინჯარაძე.

ლექციებზე შემდეგი სემესტრიდან შესვლაზე უარს აცხადებს მოწვეული პრაქტიკოსი ჟურნალისტი, დავით კაკულია. ,,მარიკა გადააყენეს საბჭოეთის გადმონაშთებმა, ძალიან გაბრაზებული ვარ.“ – აცხადებს იგი სტუდენტებისთვის მიწერილ განცხადებაში.

მარიამ გერსამია ლექტორების უნივერსიტეტიდან  შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება აქვეყნებს:

,,ვთხოვ, მოწვეულ პედაგოგებს (რომლებმაც გუშინდელი გადაწყვეტილების გამო უარი თქვეს ლექციებზე შესვლაზე), სემესტრის ბოლომდე არ გაწყვიტონ ხელშეკრულება თსუ-სთან. მხოლოდ სტუდენტების ინტერესების გამო! მიმართულების ხელმძღვანელი აღარ ვარ და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამას, ჩემგან დამოუკიდებლად, კიდევ 8 ხელმძღვანელი „დაუნიშნეს“. არ ვიცი, რამდენ ნაწილად უნდა გაიგლიჯოს ეს პროგრამა, ან საბოლოოდ ვინ უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით, დღეიდან მე ამ საბაკალავრო პროგრამის მართვას აღარ ვაგრძელებ.“

,,ამ პროცესში ყველაზე მეტად ჩვენ ვზარალდებით. გამოდის, რომ მიმართულების ყველაზე მოთხოვნადი და პროფესიონალი ლექტორები გვტოვებენ და ვრჩებით სრულ გაუკრვევლობაში, ამიტომაც ვგეგმავთ, რომ დეკანს ვესაუბროთ და  სიტუაციაში ნორმალურად გავერკვეთ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, სტუდნეტებს აგვიხსნან, თუ რატომ გადაწყდა არჩევნების ასე უცებ ჩატარება, თან ჩვენი ინფორმირებულობის გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალობასა და ინფორმირებულობას“ – აცხადებს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი – თათია ღვინაშვილი.

თსუ-ში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. რექტორი  – ვლადიმერ პაპავა, მომხდარის შესახებ  ჯერ კიდევ არ აკეთებს კომენტარს.

ამ დრომდე გაურკვეველია, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ლექტორებისს ნაწილი ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობს და სტუდენტები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში რჩებიან.

ნატალია ჯალაღონია

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

შვილიშვილმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – ბრალდებული თბილისში დააკავეს

შვილიშვილმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – ბრალდებული თბილისში დააკავეს

4 years ago

ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი ორი მარკეტიში გამოვლინდა

13 years ago
„მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს“ – რეინოლდ მესნერი

„მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს“ – რეინოლდ მესნერი

9 years ago
პატრიარქი: “ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა”

პატრიარქი: “ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა”

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by