• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ატარებს გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელისაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS). საჯარო გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. აუდიტორიას კი კითხვები, ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ჰქონდა. „ამგვარი საჯარო დისკუსიების მთავარი ამოცანაა, გამოვცადოთ ჩვენი არგუმენტები, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული როგორც მიღწევების, ასევე პრობლემებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშეა. შეგვიძლია ვიამაყოთ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ატარებს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს ამის შესახებ, რათა ხვალ და ზეგ მათ ეს დისკუსიებში საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს აუდიტორიაში, რათა ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტები და ზუსტად იცოდნენ ფაქტები, რომლებსაც დაეყრდნობიან ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებისა და მოწინააღმდეგესთან დებატების დროს,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პროგრამის დირექტორის ჰეზერ კონლის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო: „მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის მინისტრს ვუმასპინძლეთ. ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ საქართველოს შიდა რეფორმებზე, რუსეთის გავლენაზე საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკასა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ალიანსთან ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა თუ რა ხდება რეგიონში, რა ურთიერთობები აქვს საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დაანახა ვაშინგტონში შეკრებილ აუდიტორიას თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და რუსეთის გავლენა საქართველოზე. საინტერესო დისკუსია შედგა და მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან მინისტრის გამოსვლით.“ ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. შეხვედრების ძირითადი თემები იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საბურთალოზე დაჭრის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი იყო

საბურთალოზე დაჭრის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი იყო

2 years ago
ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს

გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განახორციელა

6 years ago
იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა18.6%-ით გაიზარდა

იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა18.6%-ით გაიზარდა

8 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

“არ უნდა გაჩნდეს ეჭვიც კი, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას”

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by