პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში, დაკითხვაზე არიან დაბარებულები.
საქმე სავარაუდოდ ალეკო ესლისაშვილის განცხადებას ეხება, სადაც ის კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ჩარევაზე საუბრობდა. ელისაშვილი ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წევრების ფინანსურ დაინტერესებასა და კორუფციაზე საუბრობს. ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დღეს, 11:00 საათზე გამოცხადდება.
ელისაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელას ესაუბრა.
რაც შეეხება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეს, როგორც მან განმარტა, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები გუშინ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
ქორიძის თქმით ის თბილისში არ იმყოფება და დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, ის პროკურატურას თავად დაუკავშირდება.













