• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გვაქვს კონგრესის სრული მხარდაჭერა“ – თინათინ ხიდაშელი

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1368639209_tina_xidasheliსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი კონრესმენებს – მაიკ კონავეის, მაკ ტორნბერს, ადამ სმიტს, ჯეფ მილერსა და სენატორებს – ჯონი ისაკსონსა და დევიდ პერდიუს შეხვდა.

კონგრესმენებმა და სენატორებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ყველა შეხვედრაზე აღინიშნა კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხების მიმართ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებსა და კონგრესმენებს 2016 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი საქართველოს მხარდამჭერი ცვლილების გამო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებისათვის.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე, შეაფასეს თავდაცვის ბოლო მინისტერიალი და განიხილეს კონგრესის მხრიდან აღნიშნულ საკითხისადმი უფრო აქტიური მხარდაჭერის პრაქტიკული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ალიანსის წევრებს შორის აშშ-ის ლიდერობას საქართველოს საკითხზე კონსენსუსის მიღწევის კუთხით.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანის მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუშაობა გააძლიერონ.

„მნიშვნელოვანია მუდმივად განახლებული ინფორმაცია მოდიოდეს ჩვენს მეგობრებთან როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ამას ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს. შეუძლებელია, ვიყოთ ვაშინგტონში და რამდენიმე დღე არ დავუთმოთ ჩვენს ძველ, ყველაზე ერთგულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. ძირითადად საუბარი გვქონდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით შეიძლება გადაიდგას კონგრესის მხრიდან, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც შეიძლება მიიღონ აქ, ამ შენობაში და დაეხმაროს საქართველოს ერთი მხრივ რეფორმების უფრო წარმატებით განხორციელებაში, მეორე მხრივ კი პრაქტიკული ინსტრუმენტების შექმნაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური სტანდარტის მიღწევაში.

გვაქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა – დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც თანაბარი ენთუზიაზმით გვხვდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავისკენ მიმავალ გზაზე ეს მხარდაჭერა უკვე პოლიტიკურ დოკუმენტებსა და კონგრესის მიერ მიღებულ აქტებში იქნება გამოხატული,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა კონგრესმენები და სენატორები საქართველოში ვიზიტით მოიწვია, რაც პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

პროკურორი: “მაგდა პაპიძეს, რომ შეენარჩუნებინა ბერძენიშვილი, ცდილობდა მისგან დაორსულებას”

10 years ago
„ყველაფერი გააკეთეს, რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ…” – ადვოკატი 

„ყველაფერი გააკეთეს, რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ…” – ადვოკატი 

4 years ago
ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი – ტიკარაძე

ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი – ტიკარაძე

6 years ago
მთაწმინდის პარკი 80 წლისაა

მთაწმინდის პარკი 80 წლისაა

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by