• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

1.18 ლარი ანუ ქართული სამომხმარებლო კალათა

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
1.18 ლარი ანუ ქართული სამომხმარებლო კალათა
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რიმა ბერიძე,,მე უფრო იაფ მენიუს ,,შეგიდგენთ“ – პური და მწვადის სუნი, პური და თევზის სუნი და ასე შემდეგ, უსასრულოდ“, ,,ამას თუ თავისი დიეტის გაპიარება სურს, ეგ სხვა თემაა და ჯობია, პარლამენტარებმა და მინისტრებმა დაიცვან, იქნებ, ამდენი დანამატი აღარ აიღონ მერე.“, ,,გულაგის მენიუა?“, ,,ანაკომის სუპი 45 თეთრი ღირს, პური – 50 თეთრი. ჩაი ერთ კოვზი შაქრით – 15 თეთრი ჯდება და ეს დარჩენლი 8 თეთრი სად ჯანდაბაში წავიღო?“, ,,სრულიად საკმარისია … ქუჩის ძაღლისთვის. “ – ეს და კიდევ სხვა მრავალი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ინტერნეტსივრცეში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის – რიმა ბერაძის განცხადებას. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ სიუჟეტში გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ ქართული სამომხმარებლო კალათის მინიმალური ღირებულება 1.18 ლარია და ეს სრულიად საკმარისია დღიური არსებობისთვის.

დეპუტატმა ეს კომენტარი სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თანხაში კალორიულობა ბოლომდე არის გათვლილი, ხოლო სოციალურად დაუცველთა კვების ტენდერის პირობების გადახედვას საკრებულოს უმრავლესობა არ აპირებს. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოწვეული ვნებათაღელვის საპასუხოდ, რიმა ბერაძემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში მენიუ გამოაქვეყნა და აღნიშნა: ,,თქვენ გეძლევათ საშუალება, გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა. ვცდილობთ, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა.“

მენიუში მოცემულია სეზონური და ყოველდღიური საკვები პროდუქტების სია, რომლითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სოციალურად დაუცველებს უმასპინძლდება. გაგაცნობთ რამდენიმე დღის მენიუს:

12367109_1074281739291007_1048059582_n

ზაფხული -შემოდგომის სეზონის ორშაბათი: მაწვნის შეჭამანდი – 400გ, წიწიბურას ფანტია ფაფა – 150გ, ხილის კომპოტი- 200 გ, ხორბლის პური – 250 გ. პარასკევი: ბარდის წვნიანი – 400 გ, ბოსტნეულის რაგუ (აჯაფსანდალი) – 200 გ, ხილის კომპოტი – 200 გ, ხორბლის პური – 250 გ. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს განცხადება, რიმა ბერაძის თქმით, თუ 100 უმწეოა დასაპურებელი, ბიუჯეტს მათი კვება დღეში 118 ლარი უჯდება. ანუ ორშაბათის მენიუს თუ გადავხედავთ, გამოდის, რომ დღის განმავლობაში 100 სულ უმწეოზე შემდეგი რაოდენობის პროდუქტი დაიხარჯება: 40 კგ მაწვნის შეჭამანდი (400 გრ ხ 100 = 40 000გრ = 40 კგ); 15 კგ წიწიბურა; 20 ლიტრი კომპოტი; 25 კგ ხორბლის პური. მიახლოებითი მონაცემებით, საშუალოდ, 1კგ წიწიბურას ფასი 2,5 ლარია, ხოლო 1 კგ პურის ღირებულება, დაახლოებით, 1,5 ლარი გამოდის; 1 კგ ლობიოს ფასი 3.5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს.
ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ მხოლოდ მათემატიკური შეცდომა იყო დაშვებული და დეპუტატს 1.18 ლარის ნაცვლად 11.8 ლარი უნდა დაესახელებინა, თუმცა ეს კრიტიკის ქარცეცხლში მოყოლილ მხარეს არ დაუდასტურებია.

,,1.18 ლარი ნამდვილად გაუგებარი რიცხვია, 2015 წლის განმავლობაში, საქსტატის მიერ დათვლილ ყოველთვიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში საარსებო მინიმუმი საშუალოდ თვეში 160.00 ლარს შეადგენდა, ხოლო ოქტომბერში კი, ინფლაციის გათვალისწინებით, 163.3 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღიური საარსებო მინიმუმი 5,44 ლარს შეადგენს. 1.18 ლარი გამოთვლილია ტენდერში მონაწილე, კერძოდ, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის მიერ. ყველასთვის ცნობილია, ტენდერში ყველაზე იაფი შეთავაზება იგებს, შესაბამისად, ყველა კომპანია მოტივირებულია, რომ მყიდველს პროდუქტი მინიმალურ ფასად შესთავაზოს. პოლიტიკური პირის მიერ მსგავსი მონაცემებით მანიპულირება სპეციალური განათლების არმქონე საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას მსგავსი ქმედებით საარსებო მინიმუმის 5.44-ლარიდან 1.18-ლარამდე შემცირება სურს“, – აღნიშნავს ფინანსური ბაზრებისა და რისკების მართვის ექსპერტი – ამირან აზალაძე. დეპუტატ რიმა ბერაძის განცხადებას არაერთი ცნობილი პირი გამოეხმაურა:

ინგა გრიგოლია: სულ არ მგონია,რომ მთელი ხელისუფლება ისე აზროვნებს და ისე ფიქრობს, როგორც რიმა, რომ ლარი და 18 თუ 40 თეთრია საჭირო ადამიანის დღიური კვებისათვის. გამოდით ხალხო, ხშირად გადაცემებში – თქვენ, ვინც, ზუსტად ვიცი რომ სხვანაირად ფიქრობთ და ძალიან მაღალი პოსტები გიკავიათ და არ აფასებთ ადამიანს დღეში ლარად და რამდენიმე თეთრად, თორემ გაგიჟდა ხალხი ამ ტიპის განცხადებებითა და მენიუთი”, – წერს ,,ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ინგა გრიგოლია.

,,სოციალურად დაუცველებისთვის 1751 კუბო შეუკვეთეს! იცით, რომ დაიხოცება ხალხი იმ თქვენი 1.18 ლარით“ – აღნიშნავს ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი – შალვა ნათელაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის გამოხმაურებამ კი სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. დეპუტატი აღნიშნავდა, რომ რიმა ბერაძის განცხადებას არ ეთანხმებოდა, თუმცა მენიუს განსხვავებული მინიმალური ღირებულების ვარიანტი შემოგვთავაზა:

,,1,18 თეთრი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საკმარისი, თუ დიეტაზე იქნება ადამიანი. თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი. თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი რამდენია საჭირო – ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

უფასო სასადილოჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავად სოციალურად დაუცველებისთვის მიგვემართა და არსებული მენიუს შესახებ მათი შეფასებები მოგვესმინა:

ნორა ციკოლია. სოციალურად დაუცველი, პენსიონერი: ,,ის პროდექტები, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება, მხოლოდ არსებობისთვისაა საკმარისი, რომ როგორმე დღიდან დღემდე თავი გავიტანოთ. ვერაფერს ვიტყვი, ამისთვისაც მადლობელი ვარ, სულ არაფერს კი სჯობს.“

,,ჩვენ რასაც ვჭამთ, გეფიცებით, ღორიც კი არ შეჭამს. სოსისი ისეთია, ეჭვი მეპარება საქონლის ხორცისგან იყოს დამზადებული, საერთოდ ხორცისგან თუ არის. არაფერი საჭმელს არ ჰგავს, მაგრამ ჩვენ ვინ მოგვცა ხმის ამოღების უფლება, ამასაც უნდა დავკმაყოფილდეთ, თორემ შეიძლება ეს მენიუც კი აღარ გვაღირსონ.“ – აღნიშნავს უფასო სასადილოების ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

თბილისის მასშტაბით, მერიის პროგრამით – „ცხელი სადილი“, ყოველდღიურად 31 700 ბენეფიციარი სარგებლობს. უმწეოთა უფასო სადილისთვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 13 600 000 ლარია გამოყოფილი.

2015 წელს თბილისში 61 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. როგორც ირკვევა, კვების ხარისხის კონტროლს თავად გამგეობები აწარმოებს, ხოლო სატენდერო კომპანია ვალდებულებას იღებს ტენდერში წარმოდგენილი მენიუ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესათავაზოს ბენეფიციარებს.

საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტებით, ადამიანმა დღეში 1 800 კკალორია უნდა მიიღოს, თბილისის უფასო სასადილოებში კი 2 000 – 2 200 კკალორიაა გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნულ მენიუში დღიური სადილის ენერგეტიკული ღირებულების მაქსიმალური რაოდენობად 1 257 კკალორიაა მითითებული, მინიმალურად კი – 994 კკალორია.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 2015 წელს უფასო სასადილოების ბიუჯეტი 1 800 000 ლარით გაიზარდა, თუმცა ბენეფიციარების ნაწილი ამ ცვლილებებს ვერ ამჩნევს და სახელწიფოს მათ მიმართ მეტი ლოიალურობისა და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In