ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს. როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, შესაბამის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც 17-18 დეკემბერს სამიტს უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სანქციების გახანგრძლივების შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა.