• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მადლობას ვუხდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თბილისის სტიქიას ამერიკელი კონგრესმენები ეხმაურებიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sagareo საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებად” აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მიღწეული წარმატება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგია.

“დღეს, 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.

ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი ძალისხმევისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შედეგია და მადლობას ვუხდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა უწყებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას.
“კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარმოადგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლისმომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ VLAP-ის მოთხოვნების მიღმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები VLAP-ით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია. ეს ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივ ძალისხმევას, რომელთაც VLAP-ის მოთხოვნების შესრულება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს.

ევროკომისიის შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მ.წ. 8 მაისის უკანასკნელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და განახორციელა ყველა რეფორმა დარჩენილი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, ორგანიზაციული პრინციპები და პროცედურები ოთხი ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს.

VLAP-ის თანახმად საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები შემდეგ სფეროებში:

• დოკუმენტების უსაფრთხოება,
• საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა,
• საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა),
• ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობათა ჩათვლით.
სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნა და მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია; მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება;
• დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია;
• ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია;
• საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელიც საჯარო სამსახურის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს;
• შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა;
• ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნა;
• საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა მექანიზმები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.
VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 ანგარიში.
საგულისხმოა, რომ საქართველომ ამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს უმოკლეს პერიოდში მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ VLAP-ის მეორე ფაზის შესრულების ეტაპზე საქართველო ოფიციალურად მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში იქნა გადაყვანილი.

ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში და საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევის ამგვარი შეფასება ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6 % შეადგინა

საქსტატი ახალ გამოკვლევას იწყებს

9 years ago
სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, რთული პერიოდი და დიდი დაბრუნება ნაკრებში – ჯაბა კანკავას ცხოვრების საინტერესო მომენტები

სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, რთული პერიოდი და დიდი დაბრუნება ნაკრებში – ჯაბა კანკავას ცხოვრების საინტერესო მომენტები

3 years ago

სად მოხდება NATO-ს „თავდაცვითი საშუალებების“ განთავსება და რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოუტანს ქვეყანას – თორნიკე შურღულაია

12 years ago
წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა – შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში

7 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by