• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერი სახელმწიფო ვართ”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

garibashvili-17დღეს ჩვენი თანამედროვეობის და მრავალი თაობის, ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე! სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზალიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია გარკვეული ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე, ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ამ შრომამ ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერი სახელმწიფო ვართ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, გუშინდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

“დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის, ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან – სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. შეგეძლებათ ევროპაში ბარიერების გარეშე იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში და ა.შ. ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი. ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს გზა ერთად გავიარეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პირს, რომელმაც აღნიშნული მიზნის მიღწევაში წვლილი შეიტანა. პრემიერის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მთავარი ღირებულება – თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები.

“ევროპა არის არა უბრალოდ რაციონალური არჩევანი, არამედ ეს ჩვენი ისტორიული სახლი. ამ სიტყვაში – ევროპა – განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც ჩვენი ერი მიისწრაფის. ეს არის თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასათვის. რაც მთავარია, ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების ახალი სივრცე. ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ და ჩვენი ხალხის ამ დიდ გამარჯვებას! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განამარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ტვინი უზიანდებათ, ასევე ეწყებათ თმის ცვენა, სმენის დაქვეითება… – გიორგი ფხაკაძე

კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ტვინი უზიანდებათ, ასევე ეწყებათ თმის ცვენა, სმენის დაქვეითება… – გიორგი ფხაკაძე

5 years ago

მსოფლიო ბაზარზე სასურსათე ფასების ინდექსი მცირდება

9 years ago
საქსტატი – საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

საქსტატი – საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

7 years ago
თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს –  გიორგი გახარია

თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს – გიორგი გახარია

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by