• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

shalva abuladzeახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შალვა აბულაძე დამნაშავედ სცნო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელების სიცოცხლის მოსპობისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. დანაშაული გათვალისწინებული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და  მეორე ნაწილით. მოსამართლემ შალვა აბულაძეს სასჯელის სახედ და ზომად  უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, გადაადგილებისას თან ატარებდა უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, რა დროსაც  პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს. შ.აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  სასიკვდილოდ დაჭრა  გიორგი ბერუაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გიორგი მახარაშვილს და მიიმალა.

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, მიმალვაში მყოფი შალვა აბულაძე შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისში  კვლავ შეაჩერეს ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ.აბულაძემ  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად  გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსდა.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების – მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 10 აპრილს, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს, დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს სისტემის და ,,ПБ 6П9“-ს  სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ5-ის ტიპის ხელყუმბარა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს  განაჩენით: შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 23 იანვარს გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილზე (მცდელობა); შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით;  შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 05 აპრილს ლევან გენგაშვილზე, ლევან ჩიხრაძეზე, მალხაზ სამსონიშვილზე და შალვა ჯინიყაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-353-ე მუხლის მესამე ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 04 აპრილს, ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

7 years ago
ოჯახში ძალადობის თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადება დაიწყო

ოჯახში ძალადობის თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადება დაიწყო

12 years ago

ქართველი და უკრაინელი ტუროპერატორების შეხვედრა გაიმართა

13 years ago
წესები, რომლებიც სწორად ვარჯიშსა და  განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

წესები, რომლებიც სწორად ვარჯიშსა და  განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

7 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by