• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: “ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ფასების სტაბილურობა ვერ უზრუნველყო”

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„აფბა”: “თელასის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

afbaარასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა, საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით 2015 წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ უკვე 4 თვეა რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს, 5,0%–ს გასცდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მონეტალური პოლიტიკის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ 0,5%-ით გაიზარდა და 8%-ით განისაზღვრა. ასეთი მაღალი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2011 წლის ივნისში იყო. ამასთან საგულისხმოა, რომ 2015 წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხის განაკვეთი 4%-დან პერიოდულად 8%-მდე გაიზარდა. მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრებისა ინფლაცია ყოველთვიურად იზრდება. 2015 წელს, რეფინანსირების სესხის შემოღების დღიდან (2008 წელი), პირველად მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ასეთი სწრაფი ზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე“ – აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ჰპოვებს უარყოფით ასახვას, – „მარტივად რომ ვთქვათ, სებ-ი აძვირებს ბანკებისათვის მისაცემ რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, რაც ბანკებს თავისმხრივ უბიძგებს საკუთარ საკრედიტო პროდუქტებზე პროცენტები გაზარდონ. ამასთან ზოგიერთი სესხის პროცენტი პირდაპირაა მიბმული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მსგავსი ტიპის სესხის მქონე 8 587 ადამიანს კრედიტი გაუძვირდა“.

მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, – „ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება სებ–ის ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ერთადერთი ვალდებულებაა, რომელსაც სამწუხაროდ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა. საქართველოს ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გაუფასურებულ ლარს და ამ პროცესის შედეგად გაძვირებულ პროდუქციას ასახელებს: „ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა” – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. ლარის გაუფასურება, რომ ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევდა, ადვილად სავარაუდო იყო. თუმცა, ლარის კურსის გაუფასურების დაწყების დღიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და სავალუტო რეზერვების ხარჯვას ეწინააღმდეგებოდა, მიზეზად სესხების გაძვირებას და ეკონომიკური ზრდის შეჩერებას ასახელებდა. ამასთან სებ-ის განცხადებით, არ სურდათ სავალუტო რეზერვების უაზრო ხარჯვა, რადგან მას შედეგი მაინც არ მოჰყვებოდა.  შედეგად, თუ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა, შემცირებული უცხოური ვალუტის ფონზე, ლარის კურის გაუფასურების წინაშე იდგა, ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ, ლარის კურის სტაბილურობისთვის მონეტარული ბერკეტების გამოუყენებლობამ 1 წლის თავზე ქვეყანა უამრავი ეკონომიკური პრობლემის წინაშე დააყენა. მათ შორის, გაიზარდა ინფლაცია, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, რაც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს, დაიხარჯა სავალუტო რეზერვები და ლარი 40%–ით გაუფასურდა. ამასთან, მინდა ეროვნულ ბანკს მივმართავთო კითხვით, – რატომ არ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, თუ 1 წლის თავზე კურსის დევალვაციის შედეგად წარმოქმნილ ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად გაზრდა მაინც გახდებოდა საჭირო? – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა გადაბარების უფლება ჰქონდეთ

მარიამ ჯაში – პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის

8 years ago
“გოგი თოფაძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია”

“გოგი თოფაძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია”

12 years ago
თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

8 years ago

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კომპანია RMG GOLD-ს მუშაობის დროებით შეწყვეტას სთავაზობს

13 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by