საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას, მთავრობის მოვალეობის შესრულება, ახალი შემადგენლობის შექმნამდე დააკისრა.
ამის შესახებ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება. 7 დღის ვადაში, პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ოფიციალურად წამოაყენებს და პარლამენტს წარუდგენს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო უმრავესობა, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.














