• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2009-2012 წლებთან შედარებით მიმდინარე წელს ძირითადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტზე ფასები 30-40% შემცირდა

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2008 წლის ნიშნულს უბრუნდება. ხორცი, ბურღულეული, შაქარი, პურის ფქვილი თუ სხვა საკვები პროდუქტების ფასი, 2009-12 წლებთან შედარებით, დაახლოებით 30-40%-ით არის შემცირებული – წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ექსპერტების მოსაზრებით, ფასების კლება დაკავშირებულია ბაზარზე თავისუფალი მოთამაშეების გამოჩენასთან და მსოფლიოში ფასების შემცირებასთან. მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ ფასების შემცირების ტენდენცია კიდევ გაგრძელდეს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკვები პროდუქტები რამდენიმე პროცენტით გაძვირდა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ფასების მატება იმ პროდუქტებზე, რომელთაც რეგულარულად მოიხმარს მოსახლეობა. მაგალითად, 2008 წლიდან დღემდე ძროხის ხორცის ფასმა 62%-ით მოიმატა, ღორის ხორცმა კი 25%-ით. საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა ქათმის ხორცთან დაკავშირებით, მისი ფასი 2012 წელს 2008 წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. 2013 წლიდან კი ხორცის ფასმა კლება დაიწყო. დღეს ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი დაახლოებით 9-10 ლარი ღირს, ღორის ხორცი –  8-9 ლარი, ხოლო ქათმის – 5,5-6 ლარი.

2012 წლამდე ძვირდებოდა შაქარიც. თუ მისი ფასი 2008 წელს 1,50-1,60 ლარი იყო, 2009-11 წლებში 1 კილოგრამი შაქრის შეძენა 1,80 ლარიდან 2,60 ლარამდე თანხის ფარგლებში შეიძლებოდა. იგივე ტენდენცია ვლინდებოდა კარტოფილის, ხორბლის ფქვილის, წიწიბურასა და იმერული ყველის შემთხვევაში. ამ საკვებ პროდუქტებზე 2013 წლიდან ფასების შემცირება დაიწყო.

საკვები პროდუქტებისგან გასნხვავებით არ შემცირებულა ფასები პირველადი მოხმარების საგნებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე, როგორებიცაა სარეცხი საშუალებები, საპონი თუ თმის მოვლის საშუალებები. სამაგიეროდ , მკვეთრად შემცირდა მედიკამენტების ღირებულება. ბოლო მონაცემებით, ოქტომბრიდან მოყოლებული, წამლები 20-40%-ით გაიაფდა.

ასევე, კლება აღინიშნება ნავთობპროდუქტებზე. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე 1 ლიტრი „რეგულარის“ ტიპის ბენზინი 2,15 ლარი ღირდა, ხოლო „დიზელი“ – 2,2 ლარი. ამჯერად, მათი ფასი, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1,95, ხოლო არაბრენდირებულზე – 1,85 ლარია.

როგორც ციფრებიდან ჩანს, 2008-2012 წლებში სხვადასხვა პროდუქტზე მომატებულმა ფასებმა 2013 წლიდან შემცირება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლამდე ინფლაციის მაჩვენებელი 65-70%-ით გაიზარდა, არაოფიციალურად კი მატება 300% იყო.

„როდესაც ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, როდესაც მონოპოლიისაგან თავის დაზღვევა ხდება, ცხადია, ეს წარმოშობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც საბოლოოდ ფასების კლებაზე მოქმედებს. გარკვეული პროდუქტების ღირებულების შემცირების მეორე მიზეზი არის ის, რომ  2008 წლის შემდეგ ფასები ისეთ მაღალ ნიშნულზე იყო, რომ მისი გაზრდის რესურსი აღარ არსებობდა. მესამე კი არის ის, რომ მსოლფიო ბაზრებზეც შემცირდა ამა თუ იმ პროდუქტის ფასი“ – აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე. ექსპერტი ფასების შემცირებას მომავალშიც პროგნოზირებს, თუმცა ამბობს, რომ ამისათვის აუცილებელია ე.წ. კოოპერატივების ამუშავება -„ საქართველოში ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს. თუ შეიქმნება კოოპერატივები და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ქაოსურად აღარ მოხდება, მაშინ ფასები კიდევ უფრო დაიწევს“, – წერს გაზეთი „რეზონანსი“

09.07.13

თამთა ჭრიკიშვილი

Tags: 2009-2012 წლებთან შედარებით მიმდინარე წელს ძირითადი მოხმარების საგნებზე ფასები 30-40% შემცირდა
Share6Tweet4

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე

საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – ცერცვაძე

5 years ago

უჩა ნანუაშვილი დისკრიმინაციის შესახებ არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას აუცილებლად მიიჩნევს

12 years ago
მინდია ჯანელიძე აშშ-ის გენერალს შეხვდა

მინდია ჯანელიძე აშშ-ის გენერალს შეხვდა

12 years ago
ღმერთის არსებობის 16 მეცნიერული მტკიცებულება

ღმერთის არსებობის 16 მეცნიერული მტკიცებულება

7 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by