• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჯამში დაახლოებით 800 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე შესაძლებელია, რომ ჩვენთან ნაწარმოები პროდუქცია შევიდეს”

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ “
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუმსისჰვილი2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, უცხოურ ბაზრებზე ქართველი მეწარმეების გასვლის მიმართულებით ყველაზე დიდ მიღწევა, რაც გააჩნია დღევანდელ მთავრობას, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან.

“ამან მოგვცა შესაძლებლობა, 500 მილიონიანი ბაზარი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისთვის და სერვისებისთვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სტატისტიკაზეც და აღნიშნა, რომ 2012-2015 წლების განმავლობაში, ექსპორტი, რომელიც ევროკავშირში შედიოდა, 84%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მთლიან წილი 15-დან 30%-მდე არის გაზრდილი.

“2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 6%-ით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, იმიტომ, რომ თითქმის ყველასთან მოხდა ვალუტის დევალვაცია, იყო ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და ის, რომ ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა, გაგვეზარდა ასევე იმპორტიც და ექსპორტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლი. ჩვენი მეწარმეები საკმაოდ ნიჭიერები არიან, საკმაოდ მალე აუღეს ამას ალღო და თუ დსთ-ს ქვეყნების წილი იყო 31 % და ევროპის ქვეყნების წილი იყო ნაკლები, დღეს ეს პროპორცია შეტრიალებულია. 6%-ით არის დაკლებული დსთ-ს ქვეყნების წილი და პირიქით არის გაზრდილი ევროპის წილი ჩვენს მთლიან ბრუნვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბიზნესმენები უკვე ყიდიან თავის პროდუქციას იმ ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, პრეფერენციულ რეჟიმებზე მუშაობა გრძელდება. “ამ წუთში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მიმდინარეობს მუშაობა – ეს არის შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ვიმედოვნებთ, რომ ამ წელიწადში დავასრულებთ მათთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაგვაჩნია თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ჯამში დაახლოებით 800 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე შესაძლებელია, რომ ჩვენთან ნაწარმოები პროდუქცია შევიდეს დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. “თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნების სტანდარტები არის გასათვალისწინებელი”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში პირადად მოაწერა ხელი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გახსნას. მისი შეფასებით, ჩინეთის მხარე არის ძალიან მოტივირებული და შეთანხმდნენ, რომ იანვარში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნება. “ვიმედოვნებთ, რომ 1 წელიწადში მოვახერხებთ აღნიშული მოლაპარაკების დასრულებას, რაც ნიშნავს რომ მილიარდ ნახევრიანი ბაზარი შეემატება უკვე ჩვენს პრეფერენციულ ხელშეკრულეებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ მესამედთან ჩვენს ქვეყანას ექნება გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.


ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

12 years ago
“არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა…გაივსო ქვეყანა საშოვარზე გადაკარგული დედების გაუბედურებული ბავშვებით” – თამარ ივერი

“არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა…გაივსო ქვეყანა საშოვარზე გადაკარგული დედების გაუბედურებული ბავშვებით” – თამარ ივერი

6 years ago
BBC: სომხეთმა განჯა დაბომბა

BBC: სომხეთმა განჯა დაბომბა

6 years ago

მშრალ ხევზე ახალი ხიდი შენდება

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by