• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იუსტიციის სამინისტრო 2016 წელს პარლამენტს 20 საკანონმდებლო ცვლილებას წარუდგენს

11 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iusticiis-saministro1_1ნოტარიუსთა პალატის რეფორმის მეორე ტალღა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის იმპლემენტაცია, საკანონმდებლო პაკეტი ძალადობის წინააღმდეგ, საარჩევნო პერიოდში სპეცუბნების შექმნის ახალი წესი, ცვლილებები პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის წესში, მიწის რეგისტრაციის ახალი კანონმდებლობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლების აქტი, ცვლილებები კანონში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დასაცავად − იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წელს განსახორციელებელი ამ და სხვა რეფორმების შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების; იურიდიულ საკითხთა და  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

თეა წულუკიანმა საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. კერძოდ, ნოტარიუსთა სისტემის რეფორმის პირველ ტალღასა და მოწმის დაკითხვისა და გამოკითხვის წესზე: „ნოტარიუსთა რეფორმის შედეგად იმ რეგიონებში გაჩნდებიან ნოტარიუსები, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან და ხალხს უწევდა მოგზაურობა საათობით, ელემენტარულად, ხელმოწერის დამოწმებისთვის. ეს არის მთის რეგიონები და არა მხოლოდ“. მისი განცხადებით, რეფორმის მეორე ეტაპზე ახლებურად დარეგულირდება ნოტარიუსების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე სამინისტრომ პირველად შემოვიტანეთ პრინციპი, რომ მოწმის გამოძიებაში დაკითხვის ინსტიტუტი გაუქმდა, მოწმის გამომძიებელთან გამოკითხვა გახდა ნებაყოფლობითი. 2016 წელს ჩვენ ვგეგმავთ ამ რეფორმის იმპლემენტაციას“, − განაცხადა მან.

თეა წულუკიანმა დეპუტატებს ის  საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო 2016 წელს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით:

„მზადაა სტამბულის კონვენციის თანმდევი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადდა. ცვლილება შეეხო 20 კანონს და არასამთავრობო სექტორთან ერთად შეჯერებულ ვერსიას. წარვადგენთ 2016 წელს სტამბულის კონვენციასთან ერთად რატიფიცირებისთვის“.

მან ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს სპეცუბნების ფუნქცონირების საკითხს არჩევნების პერიოდში:

„სრულდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში სპეცუბნების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა. სპეცუბნები მომავალ არჩევნებზე აღარ იქნება განხილვის თემა, რადგან კანონი ძალიან მკაფიოდ დაარეგულირებს პროცესს და მინიმუმამდე დაიყვანს სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობას“.

თეა წულუკიანის თქმით, ცვლილებები განხორციელდება პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის წესშიც:

„მზადდება ცვლილებები „პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რათა პარტიათა რეგისტრაცია და ფუნქციონირება იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე და მარტივი, და პარტიებს არ შეექმნათ არანაირი იმის მსგავსი პრობლემები, რომელთაც შეიძლება დღეს აწყდებოდნენ“.

თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის კანონმდებლობაზეც ისაუბრა:

„მზადდება რეფორმა, რომელიც სრულად მოაწესრიგებს მიწის რეგისტრაციის საკითხებს. ეს რეფორმა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების დაცვის და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში შეუწყობს ხელს“.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომას თეა წულუკიანმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის რეფორმების პროექტიც წარუდგინა. მისი თქმით, „დასრულდა ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმაზე მუშაობა; სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროექტი; მზადდება ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ არსებულ კანონებში“.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რომელსაც თეა წულუკიანი შეეხო, ინფორმაციის თავისუფლების აქტი იყო: „მზადდება და 2016 წელს პარლამენტს წარედგინება ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელსაც უკვე გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოგვაწოდეს შენიშვნები“.

მან ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესაქმნელად ძალოვან უწყებებში არასათანადო მოპყრობის დადანაშაულების ეფექტური  გამოძიებისათვის:

„სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ე.წ. მოწამლული ხილის პრინციპის დანერგვაზე. ჩვენ ვმსჯელობთ, რა ხდება მაშინ, თუკი განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანი სასამართლო დარბაზში ამბობს, რომ მისგან იძულებით (არასათანადო მოპყრობის გზით) მიიღეს ჩვენება. საკმარისია თუ არა, მოსამართლემ სთხოვოს პროკურატურას საკითხის შესწავლა, როგორც ახლა ხდება, თუ საჭიროა უფრო მეტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც ძალოვან უწყებებში არასათანადო მოპყრობის დადანაშაულების გამოძიებას შეეხება“.

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თეა წულუკიანის თქმით, „დასრულდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. პაკეტი მოიცავს ყველა მიმართულებას: იუსტიციას (დოკუმენტებისა და ბავშვთა იდენტიფიკაციის ნაწილში შეგვაქვს მთელი რიგი ცვლილებებისა), ჯანდაცვას, სასამართლოსა და პოლიციას. ნაძალადევში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში, 15 ასეთ ბავშვთან დამეგობრება და, შესაბამისად, მათი დახმარება მოვახერხეთ, თუმცა, ეს საკმარისი არაა და ამიტომ შემოვიტანთ ცვლილებათა პაკეტს“.

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან – ახალი კვლევა

არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან – ახალი კვლევა

7 years ago
აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა

აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა

12 years ago

ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

13 years ago
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – არღვევს თუ არა თინათინ ხიდაშელის მინისტრად წარდგენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – არღვევს თუ არა თინათინ ხიდაშელის მინისტრად წარდგენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონს

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by