• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა , – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას იკვეთება რიგი კომპანიები, რომლებიც არასრულფასოვნად ასრულებენ გზის საფარის მოწყობას. ნარმანიას ინფორმაციით, იმ მონაკვეთებზე სადაც დარღვევებია აღმოჩენილი, სამუშაოებს შპს “მოდერნ სერვისის” საქართველოს ფილიალი და “ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე.” (Ergokat Makedonias S.A) აწარმოებს.

“ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ასფალტო-ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენის სათანადო სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, რაც ახლად რეაბილიტირებული გზის დროის მცირე მონაკვეთში დაზიანების მიზეზი ხდება. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ზოგიერთი კონტრაქტორი კომპანია საქმიანობას დადგენილი სახელმწიფო სტანდარტისა და კონტრაქტის დარღვევით ახორციელებს. ჩვენმა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური მიდგომები საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული სამუშაოების კონტროლთან დაკავშირებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, კომპანიების მიერ სამუშაოთა ხარისხიანად შესრულების შეფასების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. სწორედ ამიტომ, ხუთი სხვადასხვა გზის მონაკვეთზე, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, ამოიჭრა დაგებული გზის საფარი და ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებული ხუთი გზიდან ორზე ასფალტის საფარი სახელმწიფო სტანდარტს და ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

“დარღვევები გამოვლინდა ქუთაისი – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-14 – 22-კმ (ორპირი – ხრესილი) მონაკვეთსა და თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის (ავტომაგისტრალის)152,159 – 161, 163 – 164 და 166კმ მონაკვეთებზე. ორივე გზის მონაკვეთებზე აღებული ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე დაგებული ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აღნიშნული კატეგორიის გზებისათვის დადგენილ სახელმწიფო სტანდარტებს და, ასევე, ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ორივე საავტომობილო გზაზე ექსპერტიზით გამოვლინდა ასფალტ-ბეტონის ქვედა და ზედა ფენის სისქის შემცირებები, სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ასევე, გზის ფორიანობა, დატკეპნის ხარისხი, ბიტუმის რაოდენობა, ნარევის გრანულო-მეტრიული შემადგენლობა”, – აღნიშნა მინისტრმა.

ნარმანიას ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგენა, რომ ქუთაისი – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის სისქე, ნაცვლად 6 სმ-ისა, 5,2 სმ-ია, ხოლო ზედა ფენის სისქე, ნაცვლად 4 სმ-სა, 3,2 სმ-ია.

“ქვედა ფენაში ბიტუმის პროცენტის შემცველობა ზოგიერთ მონაკვეთზე 3,1%-ია, მაშინ, როცა დასაშვები ნორმა 4,5 – 6,0%-ია. ასევე, ასფალტო-ბეტონის ზედა და ქვედა ფენებში ფორიანობის საშუალო პროცენტი 2-3 ჯერ მაღალია დასაშვებ ნორმასთან შედარებით, რაც გამოწვეულია მინერალური მასალების დაკლებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს ს.ს. “ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე.” (Ergokat Makedonias S.A.). თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზისშესაბამის მონაკვეთზე დაგებული ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენებში მინერალური მასალის გრანულო-მეტრიულობის შემცველობა პროცენტულად დასაშვებ ზღვარზე 2-4-ჯერ ნაკლებია. ასევე, ასფალტ-ბეტონის ნარევში ბიტუმის შემცველობა, ნორმასთან შედარებით, საშუალოდ, 2-4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ასფალტ-ბეტონის სისქეს, ზოგიერთ მონაკვეთში 1,33 სმ-ით ნაკლებია პროექტით გათვალისწინებულ სისქესთან შედარებით. ასევე, ბიტუმის რაოდენობა, ზოგიერთ მონაკვეთში, 0.5-0.7 %-ით ნაკლებია დასაშვებ ნორმასთან შედარებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს შპს “მოდერნ სერვისის” საქართველოს ფილიალი. ექსპერტიზით გამოვლენილი დარღვევების შესახებ სრული დოკუმენტაცია გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს”, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ უმთავრესი შესრულებულ სამუშაოთა ხარისხია.
ნარმანია კატეგორიულად აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, დაიცვან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები.

“სამინისტროს მიერ პერიოდულად გადამოწმდება როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ისე საზედამხედველო სამსახურებზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება. კონტროლი განხორციელდება როგორც საერთაშორისო და შოდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოებზე, ისე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე კი სამინისტრო, შესაბამის სტურქტურებთან ერთად, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს”, – განაცხადა ნარმანიამ.

10.07.13

Tags: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს
ახალი ამბები

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026
„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

09/09/2026
თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

საინტერესო

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 9.1 მლრდ ლარი შეადგინა

13 years ago
რუსთავში საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

რუსთავში საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

11 years ago

,,შეხედეთ ამ ბავშვების მოლოდინითა და ვედრებით სავსე თვალებს და მიმოიხედეთ სახლში“

11 years ago
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

8 years ago

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ კითხვების სტუმარი, პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგიაა. თათიას პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად საუბრობს და ამბობს,...

მეტის ნახვაDetails
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია 09/12/2026
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026
  • „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by