• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, June 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონება საჩუქრად ცნობილმა პოლიტიკოსებმაც მიიღეს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2007-2012 წლებში, პირდაპირი წესით, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. ჩვენთვის უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ასევე ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას გარკვეული პირობით თუ უპირობოდ კონკრეტულ პირებზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, 2007 წელს უპირობოდ გადაცემული ქონების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს; ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).
2008 წელს კი, ორგანიზაციის ინფორმაციით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისის გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008, 2010, 2011 და 2012 წლებში, საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად გადაეცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა და სხვადასხვა ქონება.

2010 წელს, საინვესტიციო პირობით სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ქუთაისში აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში შენობა ფართობით 1,127.64 მ2 და 22,518 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა.

“2011 წელს კი, დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა #12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა #43(საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე წელს, სახელმწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლ.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
2012 წელს, საინვესტიციო პირობის გარეშე სახელწიფო ქონება გადაეცა: შპს “Hospital Digomi” (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართობით 206.89კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 4,283.3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. #2-ში მდებარე 29813 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); გოდაკო + (ყვარელში (ილიას ტბა) მდებარე 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ლოპოტა ტურ სერვისი (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ქობულეთის ქ. 3/15” (თბილისში, ქობულეთის ქ.#15-ში მდებარე 387კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა-ნაგებობები); სს “ინტერ ბიზნეს სერვისი” (თბილისში, იუმაშევის ქ.#23-ში მდებარე 13 15კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1685კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს “კავკასუს როუდ პროჯექტი” (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1312 კვ.მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
2012 წლის 10 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შპს “ჯეოლენდს” პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 8 000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, “ჯეოლენდის” 50%-ს თბილისის მერის ძმა, ირაკლი უგულავა ფლობს.
ამავე წელს, სიმბოლურ ფასად, საინვესტიციო პირობით, ქონება გადაეცათ: შპს “განმუხურის სასტუმროს”, შპს “Avante Hospital Management Group”-ს, შპს “ქროსვეისს”, შპს “ველაჯიოს”, შპს ,,ახალ ოფისს”, სს “ლიბერთი ბანკს”, აიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიას”, შპს “ჯემედის”, შპს “საქართველოს მეტროპოლიის ცენტრს”, სს “თიბისი ბანკს”, სს “საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას” და სხვა იურიდიულ პირებს.
“სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან, ხოლო ნაწილი კი წარმოიშვა ხელისუფლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია:
საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა; პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ეფექტური ინფორმირება; პრეზიდენტისათვის გადაწყვეტილების მისაღებად გადაცემული წარდგინების სრულყოფილად დასაბუთება და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”, – მიიჩნევენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში”.

10.07.13

Tags: 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონება ცნობილმა პოლიტიკოსებმაც მიიღეს საჩუქრად
ShareTweet

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
ახალი ამბები

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

საინტერესო

დასაქმების მიმართულებით ახალი მიდგომები დაინერგება

დასაქმების მიმართულებით ახალი მიდგომები დაინერგება

11 years ago

დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის 107 მილიონიან პროექტი იწყება

12 years ago
შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას – ეკატერინე ტიკარაძე

დედაქალაქში რეგულაციების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება – ტიკარაძე

6 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

7 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by