ფინანსთაფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთ სიგარეტზე ფასის ზრდა კონკრეტული მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსმა გამოიწვია.
ფინანსთა სამინისტროში სიგარეტის გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდასთან კავშირს გამორიცხავენ.
“ზოგიერთ სიგარეტის სახეობის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს”, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, ახალი წლიდან ფასმა “ფილიპ მორისის” ფირმის სიგარეტებზე მოიმატა. საგრძნობლადაა გაზრდილი – “პარლამენტ”-ის, “მარლბორო”-ს, “ჩესტერფილდი”-სა და “ელ ემ”-ის ღირებულება.