• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ზეთი, რომელსაც ვიღებთ იქნება ნამდვილად უნიკალური“ – ნუცა აბრამიშვილი

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“ზეთი, რომელსაც ვიღებთ იქნება ნამდვილად უნიკალური“ – ნუცა აბრამიშვილი
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას იწყებს.

თავდაპირველად პროდუქტი „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ქსელში იქნება წარმოდგენილი, პირველ ეტაპზე, მისი გამოყენება კახეთში, შუხმანის სასტუმროსა და თბილისში „შუხმან ვაინ ბარში“ დაიწყება.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ექპერიმენტული პროექტია, რადგან მომხარებლის რეაქცია,ჯერჯერობით, უცნობია. ამიტომ კომპანია წარმოებას მცირე რაოდენობით დაიწყებს და შემდეგ უკვე მოთხოვნასთან ერთად გაზრდის წარმოებას.

ყურძნის წიპწის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო  საუკუნეების განმავლობაში, ის ფართოდ გამოიყეებოდა ხმელთაშუაზვისპირეთის კულინარიაში, ფრანგულ და იტალიურ კოსმეტოლოგიაში.

სამედიცინო შემოწმებებით დადგენილია,რომ ყურძნის წიპწისგან მიღებული ზეთი დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. როგორ ცნობილია ზეთის 70%-ს შეადგენს ლინოლეის მჟავა, რომელიც ატენიანებს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.

„თბილისი თაიმსს“ დეტალებით კომპანიის სამომავლო გეგმებთან, წიპწის ზეთის წარმოების პროცესთან და მის სხვა სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებით კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ესაუბრა.

12483702_1101393889891886_1180415279_n

საიდან გაჩნდა იდეა,რომ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორიას“ წიპწის ზეთის წარმოება დაეწყო?

– კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ მუდმივად ცდილობს მომხარებელს შესთავაზოს ახალთახალი სერვისები, პროდუქტები და ინოვაციები. ჩვენ ვემსახურებით ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, რაც უფრო საინტერესოა სერვისები მით უფრო საინტერესოა მომხარებლისთვის პროდუქცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს კომპანიაში შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ტურისტებს, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისოს, ასევე გვაქვს რესტორანი, სასტუმრო და ახლა ვიწყებთ სპის შექმნას.

სპის კონცეფციის ფიქრის დროს, გავითვალისწინეთ, რომ  გვაქვს ორი რესტორანი, ერთი თბილისში და კახეთში, შატოში არსებული რესტორანი. ორივე რესტორანში გვაქვს საკუთარი პროდუქტი, ვმუშაობთ ასევე ადგილობრივ ფერმერებთან და ბიოპროდუქტებით ხდება საკვების მომზადება.

ჩვენ გაგვიჩნდა იმის სურვილი,რომ ჩვენვე გვეწარმოებინა ზეთი, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ადამიანებისათვის. მსოფლიოში სპის მიმართულებებში აქტიურად გამოიყენება ყურძნის წიპწის ზეთი. ზეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და კანისთვის, აქვს დაბერების საწინააღმდეგო და კანის გამაჯანსაღებელი ელემენტები. ჩვენ ვეწევით ეროვნულ საქმიანობას და ქართულ ნაწარმს ვყიდით.

გვინდოდა რომ აგვეთვისებინა ყველა ის რესურსი,რაც წარმოებაში არსებობს და მეორეს მხრივ, შეგვექმნა ქართული პროდუქტი,რომელსაც გამოვიყენებთ ორი მიმართულებით, ერთი  ჩვენს სპაში და მეორე გასტრონომიული მიმართულებით. ამ უკანასნკნელს გამოვიყენებთ ჩვენს რესტორნებში და გავავრცელებთ ადგილობრივ ქსელებში.

როგორია უშუალოდ წიპწის ზეთის წარმოების პროცესი?

– წარმოების პროცესი შემდეგნაირია, მისი მიღება ხდება წელიწადში ერთხელ და ემთხვევა, რასაკვირველია, რთველს. რთველის პროცესის შემდეგ,როდესაც ვიღებთ ყურძენს, ყურძენი გადამუშავდება. გაჭყლეტილი ყურძნის სახით ხდება მისი გამორჩევა, აქ საინტერესეო დეტალია ის, რომ  გამორჩევა ხდება ე.წ „სეპარატორის“ მეშვეობით,  რომელიც არჩევს წიპწას კანისგან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზრუნავთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე, ვიფიქრეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, დაგვექირავებინა დამატებითი მუშახელი და წარმოებაში ჩაგვენაცვლებინა „სეპარატორის“ პროცესი.

წელს უკვე მოვაგროვეთ, რამდენიმე ათასი კგ წიპწა. უნდა ითქვას,რომ  საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ კახეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში ძალიან შრომისმოყვარე და მოტივირებული ხალხი ცხოვრობს. დასაქმებულების  99% – ი 60-70 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან, მათი მუშაობა საკმაოდ  მაღალპროდუქტიულია. ასე, რომ ჩვენთვითონაც კმაყოფილები ვართ დამატებით 20 ადამიანის დასაქმებით.

რომ გავაგრძელოთ, პროცესის შემდეგი ეტაპია გაშრობა,რომელსაც ვახორციელებთ ტრადიციული მეთოდით, რაც ნიშნავს იმას, რომ  მინდვრებზე ვშლით და მზის შუქზე ვაშრობთ, ამ დროს ხდება მზის ენერგეტიკითა და D ვიტამინებით პროდუქტის გაჯერება.

12483437_1101395276558414_805082745_nუკვე გამშრალი წიპწას  ვპრესავთ, შემდეგ ვფილტრავთ და  უკვე დსასრულს  მიიღება ნატურალური 100%-იანი ზეთი ყოველგავრი დანამატებისა და მინარევების გარეშე.

წიპწის ზეთს აწარმოებენ  ავსტრალია, აშშ, ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მიღება ძალიან დაბალია, თუმცა ჩვენ გვაქვს ვენახები და უხვადაც რჩება გადამშავებული ყურძენი. გვსურს, რომ ნელ-ნელა გავზარდოთ წარმოება და გავხდეთ მეტნაკლებად კონკურენტუნარიანები.

მომხარებლისთვის, სამომავლოდ, საინტერესო იქნება იცოდეს, თუ რა  სასარგებლო თვისებები აქვს წიპწის ზეთს?

– მსოფლიოში არსებობს ორი ათასზე მეტი ყურძნის ჯიში, აქედან 500-ზე მეტი ქართულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ენდემურ ჯიშებს აქვთ,განსხვავებით სხვა ქვეყნების ჯიშებისგან, სხვა მახასიათებლები და თვისებები, რომლებსაც, რასაკვირველია, გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს.

ჩვენ გვჯერა, რომ  ზეთი, რომელსაც ვიღებთ იქნება ნამდვილად უნიკალური. პირველ რიგში, ის  შეუწყობს სპის მიმართულებაში კანის გაჯანსაღებას. როგორც ვთქვი, მას გააჩნია გაახალგაზრდავების, გაჭიმვის, დამატენიანებელი თვისებები. მას გამოვიყენებთ სპის პროცედურების დროს და გასტრონომიაშიც.

ის გასტრონომიაში გამოიყენება,როგორც ბალზამი სალათებისთვის, გემო აქვს საკმაოდ განსხვავებული. ზოგადად ევროპაში მაღალი დონის რესტორნებში გამოიყენება წიპწის ზეთი. ამიტომ გვინდა, რომ მომხარებელი მივაჩვიოთ მას გასტრონომიის კუთხითაც.

ვფიქრობ, რომ დაინტერესდებიან რესტორნები და დიასახლისებიც. იმედია ჩავანაცვლებთ ზეითუნის ზეთს, რადგან დანიშნულებითა  და ფასთა კატეგორიაში ერთ ნიშას მიეკუთვნებიან.

რეალიზაციის,რა ეტაპებს გაივლის მიღებული პროდუქტი, პირველად, სად შეძლებს მომხარებელი ზეთის დაგემოვნებას, სად გაიყიდება და მისი ფასი რამდენად ხელმისწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის?

– პირველ ეტაპზე, გაზაფხულიდან ჩვენს არსებეულ ობიექტებზე სპაში და ორ რესტორანში  მოხდება რეალზაცია.  შემდეგ უკვე აუცილებლად მოვახდენთ  მარკეტინგს, პრომოუშენს და შევთავაზებთ ადგილობრივ რესტრორნებსა და ქსელებს.

აუცილებლად ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენვე გავტესტავთ, ვნახავთ მომხარებლის რეაქციას და შემდეგ მოთხოვნის გაჩენისთანავე ვიზრუნებთ, რომ ფართო მასშტაბებზე გავიდეთ.

ფასის თქმა ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შემიძლია, ვინაიდან წარმოებას ვიწყებთ გაზაფხულზე, თუმცა იგი ზეითუნის ზეთის ფასის კატეგორიაში გადის. მაგრამ წიპწის ზეთს, როგორც გამაჯანსაღებელ დანიშნულებას სხვა ფასი იქნება.

ექსპორტს, თუ ვარაუდობთ პროდუქტის პირველი ეტაპისთვის,სად, რომელ ქვეყნებში მოხდება რეალიზაცია?

– ჯერჯერობით ადგილობრივად უნდა მოვახდინოთ პრომოუშენი და შემდეგ უფრო ევროპისკენ გავათ. ჩვენი პროდუქცია მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და შევეცდებით, რომ  ევროპაში, სადაც ამ პროდუქტს უკვე იცნობენ, საკმაოდ რთულ ბაზარზე დავიკავოთ დგილი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები ახალ პროდუქტთან დაკავშირებით?

 – ზეთის მიღება და გაშრობა უკვე განხორციელდა 2015 წლის რთველის პერიოდში.

ახლა ვაშენებთ მცირე ზომის საწარმოს, ვზრუნავთ ქარხნის მოწყობაზე, საწარმოში მოხდება ზეთის გამოხდა და ჩამოსხმა. ამასთანავე, ვმუშაობთ დიზაინზე და სავარაუდოდ გაზაფხულისთვის გვექნება უკვე პროდუქტი.

 ნათია კეკენაძე

ნათია

Share6Tweet4

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი

2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი ღვინო

10 years ago
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

6 months ago
მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

7 years ago
ბორჯომმა სტუდენტთა ზამთრის სკოლას უმასპინძლა

ბორჯომმა სტუდენტთა ზამთრის სკოლას უმასპინძლა

7 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by