• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბრიუსელში კონფერენციაზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პოლიტიკური რეფორმების პროგრესი განიხილეს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ბრიუსელში კონფერენციაზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პოლიტიკური რეფორმების პროგრესი განიხილეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
ბრიუსელიბრიუსელში კონფერენცია – “საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი” გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირები – ევროპარლამენტისა და შესაბამისი ეროვნული პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა სამი ქვეყნიდან მიმდინარე რეფორმები შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კონფერენცია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (ევრონესტის ბიუროს პატრონაჟით) და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში, ევრონესტისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გამართული ღონისძიება დადებითად შეაფასა.
“ამას უნდა მოყვეს განგრძობადობა. მიმდინარე პროცესზე, მისი ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, უნდა მოხდეს მაქსიმალური საპარლამენტო მონიტორინგი. ამ გამოწვევებთან ერთად ჩვენს ქვეყნებს რეფორმების გატარების მეტი შესაძლებლობები ეძლევა, რისთვისაც საჭიროა პოლიტიკური ნება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, სექტორალური რეფორმების გატარების მიზნით”, – განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ელმარ ბროკი, ევროკომისარი სამართლისა და გენდერული თანასწორობის კუთხით ვერა ჯუროვა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი, რეგიონალური პოლიტიკის გენერალური დირექტორატის მოადგილე კატერინა მატერენოვა და ევროკავშირისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარე ალექსანდრ სუშკო.
გამომსვლელებმა მიგრაციის პრობლემაზე, კლიმატის ცვლილებაზე და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. კონფერენციაზე, უკრაინის რთულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, ამ ქვეყნის მიღწევებს გაესვა ხაზი. აღინიშნა ისიც, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე და გასულ წელს გამოქვეყნებულ პროგრესის ამსახველ ანგარიშებზე, სადაც საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს. მოლდოვასთან მიმართებაში აღინიშნა, რომ მიუხედავად ცუდი ეკონომიკური კლიმატისა, ქვეყნის 460 000 ადამიანმა უკვე ისარგებლა უვიზო რეჟიმით. აღინიშნა ისიც, რომ მოლდოვას პოლიტიკური და კორუფციული პრობლემების მიუხედავად, გაიზარდა მოლდოვას ექსპორტი ევროპაში. საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის ახალ ანგარიშს, რომლის ძირითადი მიზანია – ძლიერი სამეზობლო და აქტიური თანამშრომლობა.
კონფერენციის მსვლელობისას, გამომსვლელებმა 2015 წელი შეაჯამეს. მათ ისაუბრეს იმ სირთულეებზე და პოზიტურ პროგრესზე რომელიც უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში იყო მიღწეული. ყურადღება გამახვილდა სამ ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებსა და კანონის უზენაესობაზე.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ქართველმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის როლზე, როგორც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესის მაკონტროლებელზე და ამ თვალსაზრისით, მათ საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებისკენ მოუწოდეს.
კონფერენციის მეორე ნაწილი ანტიდისკრიმინაციული და თანაბარი მოპყრობის საკითხს დაეთმო, სადაც გიორგი ჟვანიამ ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა.
კონფერენციის ბოლო ნაწილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებს დაეთმო, სადაც ძირითადად უკრაინის საკითხი განიხილეს.
“კორუფციასთან ბრძოლა საწყისია ყველა ცვლილების, განსაკუთრებით უკრაინის და არა მარტო უკრაინის. კორუფციასთან გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა,” – განაცხადა ევროპის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კესლერმა.
კონფერენციაში, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ანი მიროტაძე, გია ჟორჟოლიანი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი ჟვანია, გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და სუამის დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე მონაწილეობდნენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

თუ ვინმეს დედა ეკლესიის დასამარება სურს, მეგობრობა აღარ არსებობს – ედიშერ ქარჩავა

9 years ago

გურამ ოდიშარიამ ხარაგაულში კულტურის ცენტრის, კინოთეატრის და სამუსიკო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალეირა

13 years ago
საყდრისის დაცვისკენ საქართველოს მსოფლიოს ექპერტები მოუწოდებენ

საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე სამთო ძეგლი – საზოგადოება საყდრისის გადასარჩენად

13 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

8 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by