• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რთული წელი გვექნება“ – გია ხუხაშვილი

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებასა და მის ადგილას გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას საზოგადოების არაერთგვაროვანი მოსაზრება მოჰყვა. ექსპერტი გია ხუხაშვილი „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში საუბრობს, რამდენად დროული და აუცილებელი იყო საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ახალი პრემიერ-მინისტრისაგან. რა იყო პოზიტიური და ნეგატიური ნაბიჯები 2015 წლის საშინაო პოლიტიკაში და პოლიტუკურ ჭრლში როგორ წელს უნდა ველოდოთ 2016-ში.

გია ხუხაშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ბიძინა ივანიშვილის თამაშს უწოდებს. ყოფილი პერმიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასახელებული მიზეზები რამდენად მისაღებია თქვეთვის?

– ირაკლი ღარიბაშვილს მიზეზებზე საერთოდ არ უსაბრია, რაც სამწუხარო რეალობაა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ტოვებს თანამდებობას, უნდა თქვას: რა მიზეზით და სად მიდის. იძულებასა  და სხვის მიერ მიცემულ მითითებაზე არ მინდა საუბარი,  ვფიქრობ, შეიქმნა გადაულახავი გარემოებები, რის გამოც იძულებული  გახდა, წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო.

არსებობს მოსაზრება, რომ პრემიერის გადადგომა უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? აუცილებელი იყო თუ არა ცვლილება „ქართული ოცნებისთვის“ და  გაზრდის თუ არა კუვალიციის რეიტინგს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა?

– საპარლამენტო არჩევნების ჭრილში თუ განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ საინტრესო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ხელისუფლებას, შებღალული აქვს ავტორიტეტი და ღარიბაშვილის გამო უკვე კომუნიკაციასაც ვეღარ ამყარებდა საზოგადოებასთან, რადგან  ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ფაქტობრივად არავინ დაუტოვებია ისე, რომ შეურაცყოფა არ მიეყენებინა. თეორიულად ღარიბაშვილის წასვლა ხელისუფლებას აძლევს შანსს,რომ მაქსიმალურად მოიზიდოს ის რესურსები, რომელთა მიღებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამ შესაძლებლობის რეალიზებას მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ ეს კიდევ მეორე საკითხია, რასაც პოლიტიკური პროცესები გამოაჩენს.

როგორ შეაფასებთ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც პრემიერ მინისტრის კანდიდატად წარდგენას. რა სახის ცვლიბებს შეიძლება ველოდოთ მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში.

– გიორგი კვირიკაშვილს აქვს გარკვეული თეორიული პოტენციალი, რომ ღარიბაშვილის მიერ „დანგრეული ხიდები“ თავიდან გადოს, რათა საზოგადოებასთან კავშირის აღდგენა მოხერხდეს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით იყო მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტში მოხდებოდა  ცვლილებები და წარადგენდა ახალ მთავრობას, რაც რეალურად არ განხორციელდა. დღეს არ არის განცდა, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი არის მისი და არც კვირიკაშვილის პასუხისმგებოლობა არ ჩანს. თუ მას  მასშტაბური ცვლილებების განხორციელება ქვეყანაში  სურს  და არა პიროვნულ დონეზე, მაშინ აუცილებელია საკადრო ცვლილებების მიღება.

პრემიერ-მინისტრად დასახელებულმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება. ამის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნა, რომ არ აპირებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება და როგორ შეაფასებთ საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილებას?

– მსოფლიოში არ არსებობს უმცირესობა, რომელიც მთავრობას ნდობას უცხადებს. შენ თუ ნდობას უცხადებ, ე.ი. პასუხისმგებლობას გარკვეულად ინაწილებ. ეს წმნიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მმართველ გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელებსა და გვარებში პრობლემა არ არის. პრობლემა სისტემასა და ერთიან გუნდად ჩამოყალიბებაშია. მთავარია გუნდი იყოს მობილური და კარგად გრძნობდეს ამჟამინდელი პრემიერის  ვერტიკალში თავს. მმართველ გუნდში ცვლილებები მთლიანად კვირიკაშვილის კომპეტენციაა, მაგრამ თუ ის გუნდს უცვლელს დატოვებს, ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ ვერ იქნება ეფექტური და ქმედუნარიანი ხელმძღვანელი.

თვქენი შეფასებით უნდა მოხდარიყო თუ არა მთავრობაში ცვლილებები და კონკრეტულად რომელი მინისტრის შეცვა იქნებოდა მისაღები?

– ღარიბაშვილს ჰქონდა გარკვეული პიროვნული თვისებები, რომლებიც ხელს უშლიდა ხელისუფლების მუშაობის პროცესს, მაგრამ მთავარი პრობლემა თავად გუნდშია და არა კონკრეტულ პიროვნებაში. აღმასრულებელ ხელისუფლებას დაკარგული აქვს უნარი სწრაფი, ეფექტური, მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღების, რის გამოც აუცილებელია რადიკალური ცვილილებების მიღება.

ბატონო გიორგი, რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკაში 2015 წლის ყველაზე პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენად?

– სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წინანდელი ხელისუფლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ თუ ვერაფერს აკეთებს, ბევრს არც არაფერს აშავებს. საშინაო პოლიტიკაში არანაირი პოზიტიური ნაბიჯი არ მინახავს. ნეგატიური გახლდავთ „კოლექტიური მურუსიძის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც გამოიხატა ლევან  მურუსიძის დანიშვნით სასამართლოში. „ქართული ოცნება“ თავის დროზე ხელისუფლებაში, სწორედ „მურუსიძის სისტემასთან“ ბრძოლის ეგიდით მოვიდა, ახლა კი შეუამხანაგდა იმ სისტემას, რომელსაც ებრძოდა, რაც სახიფათოა მომავალი განვითარებისთვის.

როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესი საშინაო პოლიტიკაში 2016 წელს? იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია…

– ვიტყოდი, რომ რთული წელი გვექნება. ვერ ვხედავ ფაქტორებს, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სტაბილურობას მოგვცემს. პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ამომრჩეველი მათგან დაშორებულია. არჩევნებზე როგორი შედეგიც უნდა მივიღოთ, საზოგადოებაში არ იქნება განცდა, რომ მან აირჩია თავისი ხელისუფლება. ლეგიტიმაციის სისუსტე  და მიმდინარე რყევები მიჩენს ეჭვებს, რომ შეიძლება, შემდეგი საარჩევნო ციკლი ბოლომდე ვერ მივიყვანოთ და რევოლუციური განვითარების შესაძლებლობასაც არ გამოვრიცხავ.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

” ”რუსთავი 2” – ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ”

10 years ago

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

12 years ago
სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ

სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ

9 years ago
გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

მიხეილ ჯანელიძე სომხეთს ეწვევა

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by