• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კულტურათბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა -„ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

გახსნის კვირეული

25 იანვარი 18:00 საათი– „ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ – წიგნის პრეზენტაცია;

(ოპერისა და ბალეტის თეატრი; მის: რუსთაველის გამზირი 25)

26 იანვარი 16:00 საათი – „ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა;“

(ხელოვნების სასახლე; მის:ია კარგარეთელის ქ. 6)

28 იანვარი 16:00 საათი – ფოტოგამოფენა – „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“;

(ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი – სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის დ. აღმაშენებლის გამზ. 123/125)

28 იანვარი – 18:00 საათი – გენერალური რეპეტიცია ოპერაში;

29 იანვარი – 11:00 საათი – მედიატური ოპერაში;

27 იანვარი 18:00 საათი – ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია;

(ეროვნული მუზეუმი ე.წ. BP-ის დარბაზი)

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (პროექტის მთავარი არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის: გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა – ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს; რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს; თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ  კახიძის  სახელობის  სარეპეტიციო  დარბაზი  (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი); თეატრს  დაემატა  ღია  ვერანდები  და  საგამოფენო  სივრცე.  მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი  საგრიმიოროები,  ანტრაქტების  დროს  დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის  აშენდა  სასადილო;  გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

ფონდ „ქართუს“  დაფინანსებით, შეძენილია  „პანასონიკის“  ფირმის  2  მძლავრი  პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ  „სვეტლიოსტმა“  დაამონტაჟა  თანამედროვე  პროჟექტორები  განათებისათვის, გერმანულმა  ფირმა  „ზალცბრენერმა“  თეატრი  გახმოვანების  უახლესი  აპარატურით აღჭურვა. დღეს  უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის“ ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია  40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

საქართველოს  კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.

ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“  გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი–მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველიმომღერლები- ლადო ათანელი და თამარ ივერი,რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას-დავით თორაძის „გორდას“2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინოანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც  ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე  საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ  დავით მონავარდისაშვილს  ეკუთვნის, კოსტიუმები  კი – ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში  გაიმართება. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი„გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს  „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

გორში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს

გორში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს

5 years ago
„ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია საქართველოში -„ჩვენ წარმატებას ნულებში არ ვზომავთ“

„ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია საქართველოში -„ჩვენ წარმატებას ნულებში არ ვზომავთ“

8 years ago
„აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია“

„აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია“

12 years ago

“დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას”

11 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by