• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეუფე იაკობი: ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე ისაუბრა. როგორც მეუფე იაკობმა ბრძანა, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები განსხვავებული რწმენის ქართველები ერთმანეთს გადაამტერონ, თუმცა, ეს არ გამოუვათ.

მეუფე იაკობმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და აჭარაში სტუმრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აჭარელმა მუსულმანმა ქართველებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მეუფემ მათ დამოკიდებულებას საოცარი უწოდა და გაიხსენა ერთი მუსულმანი აჭარელის სიტყვები, რომელმაც მასზე ძლიერი შთაბაჭდილება მოახდინა, “მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რატომ იქადაგა პირველად აჭარაში ანდრია პირველწოდებულმა. ის ადამიანი ამბობდა, ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა და ერები ღვთის სასწაულებით ხდებოდნენ ქრისტიანებიო. ის არ არის ქრისტიანი, მაგრამ რამხელა შინაგანი კულტურა და სუფთა სინდისი აქვს, რომ ამას ხედავდეს. იგი ამბობდა, ჩვენ აჭარლები იმიტომ მიმოგვაბნია უფალმა, რომ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუდეთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ ის ადამიანებიო. ენა ვერ აღწერს, როგორი სიტუაცია დაგვხვდა იქ. ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი ქართველობა. ბევრი ცდილობს, კუთხური დაყოფა მოახდინოს, მაგრამ მაქვს ღვთის და ხალხის სიბრძნის იმედი, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი ხალხი ცდილობდეს ამას, მაინც ვერ შეძლებს. ერი ამის უფლებას არ მისცემს თავისი ქმედებებით”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა სამთაწყაროში ინგილოების მიპატიჟებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ დიდი ძნელბედობა აქვთ გამოვლილი. მეუფის ინფორმაციით, სოფლიდან წასულია ის ოჯახი, რომელიც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების არსებობის წარმოსაჩენად გამოიყენეს.
“სოფლიდან წასვლამდე იმ ოჯახს უთქვამს – მოგვატყუეს, გამოგვიყენესო. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: – ბატონებო! ნიგვზიანში არ გამოგივიდათ!, ცივწყაროში არ გამოგივიდათ!, შერცხვით!. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ მინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ ცოტა შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი – სად. ხომ შეიძლება, დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობის თქმით, ქართველები ქართველების დაყოფას ცდილობენ და ეს სამარცხვინოა. “სინამდვილეში არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ! ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში!. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცეების ლაპარაკს! ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა! ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ?! გონიერება გეყოფათ?! საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე! თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ!”, – ბრძანა მეუფე იაკობმა.
როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთ-ერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინაც გამოქვეყნდა.
“ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 000 კაცი იყო ქუჩაში. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რაღატომ ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით! ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი ფორმა რომ არ გქონდეთ!”, – ბრძანა მეუფემ.
როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, საქართველოს მისამართით დღეს ხშირად ისმის კრიტიკა ამერიკიდან, ისევე, როგორც წარსულში – საბჭოთა კავშირიდან. მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, იმპერიის რომელ ცენტრში დაიწყებენ საქართველოს ლანძღვას, რადგან საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ღირსებებით უნდა წარდგეს.
მეუფე იაკობმა უფლებადამცველებსაც მიმართა და ურჩია, დაფიქრდნენ, იცოდნენ რას იცავენ. “უფლებადამცველობა და იურისტობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრება?! რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ვის წინააღმდეგ მივდივართ?! ეკლესიას არასოდეს მოუწერია ხელი ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ძალიან ცდილობენ, ჩვენც დაგვიყოლიონ, რომ ის უფლება, რაც გვაქვს, სხვას გადავცეთ. იმის მაგივრად, რომ გვერდით გვედგეთ, ასე გვირტყამთ. შერიგება რომ მოხდეს და ერთად ცხოვრება გვიხაროდეს, შესაბამისად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. დაფიქრდით, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც კარგის კეთება შეუძლია საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და ხალხისთვის. სამთაწყაროში ყოფნისას რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ საქართველო ერთიანი იყო. ჩვენ ქართველობა გვაერთიანებდა და ვერაფერი გვყოფდა. კარგი იქნება, ეკლესიაში ვიაროთ ხოლმე, მადლს წავიღებთ, ვისწავლით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, წყვდიადში ხომ არ უნდა დავრჩეთ?! ყველას შეაძლებინოს უფალმა, ერს ემსახუროს! მაბეზღარების ერი რა ერია ან იმან რა უნდა დამარიგოს, წელიწადში ერთხელ რომ ჩამოდის!”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წაიკითხოთ – დღეს წმინდანის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წაიკითხოთ – დღეს წმინდანის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

8 months ago

დავით უსუფაშვილი: „ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი“

13 years ago
შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?

შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?

10 years ago
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა

საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის საქმეზე კიევიდან ინფორმაცია არ მიუღია

9 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by