საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დებატები არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების წევრებს მოუსმენენ, გამოსვლის დრო კი, დაახლოებით, 10-15 წუთით განისაზღვრება.
რაც შეეხება, დებატების ფორმატს, ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცემოდათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, ფრაქციის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრებს, თუმცა, დეპუტატებმა არჩევანი აღნიშნულ ფორმატზე არ შეაჩერეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის წინაშე 3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე წარსდგება.












