• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

wulukianiპოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს.

შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

„ბევრი პრობლემა გვქონდა საჯარო რეესტრში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდებოდა დაპირისპირება − შეიკრიბება ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს პარტიული გადაწყვეტილებების  მიღებას; შეიცვლება  ხოლმე ხელმძღვანელი პირი ისე, რომ თავად ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. ამგვარი დავები დღესაც მიმდინარეობს სასამართლოში.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილურობა, დაცულობა სჭირდება; ამიტომაც ერთხმად დავამტკიცეთ კანონში ცვლილება, რომელიც  სავალდებულოს გახდის შემდეგ წესს: თუკი, როდესაც ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, დღესაც  სავალდებულოა, რომ იქ იყოს ნოტარიუსი,  რომელიც კანონთან შესაბამისობაზე მოაწერს ხელს − რომ პროცესები კანონის დაცვით წარიმართა და ვერავინ შეძლებს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია შემდგომში სადავო გახდეს, სწორედ შემდეგაც, თუკი ამ მონაცემებში შევა ცვლილება − ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტშიც იყოს ნოტარიუსის ყოფნა სავალდებულო, რაც პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი  უთანხმოებისგან და საბოლოოდ დაიცავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის თავად პოლიტიკური პარტიების ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების − პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო.  ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.

აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობის საკითხი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა დააყენა. კანონმდებლობაში დღეს არსებული რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, მისი ფაქტობრივი ფუნქციონირების საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. გარდა ამისა, მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარტიიდან ცალკეული წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც ეს უახლოეს წარსულში რამდენიმე პარტიის შემთხვევაში მოხდა.

პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად  და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე, არამედ მის ნებისმიერ ყრილობაზე, რათა ეჭვი იმასთან დაკავშირებით − ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით,  ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ამოქმედდება. ასეთი რეგულირება ხელს შეუწყობს რეესტრის მონაცემთა სრულყოფას და ცვლილებების შემთხვევაში მათ მუდმივ განახლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს კი დაიცავს საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ ან არასწორი ინფორმაციის არსებობისაგან.

კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ  პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში… ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს” – რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?

“მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში… ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს” – რა თქვეს პროცესზე შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულებმა?

2 years ago

ლევან დავითაშვილი: “სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება”

9 years ago

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 16,1 მლრდ აშშ დოლარია

13 years ago
„მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, იყო სრული სისულელე“ – ზურაბ ჯაფარიძე

„ველოდი, რომ ეკონომიკაზე უფრო მეტად იქნებოდა საუბარი“ – ზურაბ ჯაფარიძე

10 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by