• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ყველის სახლი“ ეს არის იშვიათი ყველის სახეობების თავშეყრის ადგილი“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ყველის სახლი“ ეს არის იშვიათი ყველის სახეობების თავშეყრის ადგილი“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამბობენ,რომ ყველის შექმნის ისტორია  მესაქონლების განვითარების კვალდაკვალ,  ქრისტეშობამდე 7000 წლით ადრე იწყება.

ამ პროდუქტის წარმოებას ძალიან დიდი ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაშიც. სამწუხაროა, რომ ჩვენმა უმრავლესობამ ქართული ყველის მხოლოდ რამდენიმე სახეობა იცის, სინამდვილეში კი, 30-ზე მეტ სახეობას ითვლიან.

ყველი ბევრ ქვეყანაში დესერტის შემადგენელი ნაწილია და დამოუკიდებელი კერძის სახით მიირთმევენ, საქართველოში კი მას კერძის დანამატის სახე აქვს. „თბილისი თაიმსი“ გიამბობთ იმ კომპანიის შესახებ, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ყველის რეცეპტების მოძიებით საქართველოში.

მესხური ჩეჩილი, ტენილი, მწვანე ყველი, ქართული ობიანი ყველი, ცისფერი ყველი, მეგრული კაზლა ყველი, მეგრული გუდა – ეს ქართული ყველის სახეობების მცირე ჩამონათვალია.

 განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ყველის შენახვის ტრადიციებიც, რომელთაგან აღსანიშნავია თაფლში და საფერავში დავარგება, რაც ერთი მხრივ, იცავს მას გაფუჭებისგან და განსაკუთრებულ არომატს ჰმატებს.

„ყველის სახლი“, რომელიც ყაზბეგის 20 ნომერში მდებარეობს ქართველ და უცხოელ სტუმრებს ყველის ცნობილ და უცნობ სახეობებს სთავაზობს. კომპანიამ უკვე ჩაატარა ფესტივალი და ახალი ფესტივალი „შავი ზღვის აუზის ქვეყნების რძის ფორუმისთვის“  ემზადება.

„თბილისი თაიმსს“ კომპანიის შესახებ უფრო ვრცლად  საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე და „ყველის სახლის“ მრჩეველი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ესაუბრა.

ყველის სახლი - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე როდის და რატომ გადაწყვიტეთ,რომ დაგეარსებინათ „ყველის სახლი“?

– ყველის სახლის დაარსება გამოიწვია ფესტივალებზე მოსული მომხარებლის და დამთვარიელებლის მოთხოვნამ. ჩვენ, როდესაც ამ ფესტივალებს ვატარებდით წლიდან წლამდე, ყოველთვის ისმოდა ერთი და იგივე კითხვა: კარგია, ეს ყველაფერი, ძალიან გემრიელია, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, მოგვწონს მაგრამ, სად შემიძლია წლის მანძილზე ვიყიდო თქვენი ყველი? და ზოგადად, საუბარი იყო  პროდუქციაზე,   რძის პროდუქტებზე,რომლებიც ფესტივალებზე გამოგვქონდა. ჩვენ სხვადასხვა რეგიონიდან ვიწვევდით ფერმერებს და მწარმოებლებს. მომხარებელს ჰქონდა ასეთი პოზიცია –  კი, კარგია მაგრამ წელიწადში ერთხელ რატომ?, ხომ შეიძლება, რომ ხვალ ან ნებისმიერ დროს შევიძინო ჩემთვის სასურველი პროდუქტი?

შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ თუკი მართლა გავაკეთებდით ამ ტიპის „თავშეყრის მოედანს“, ან ე.წ „შოუ რუმს“ და დავარქმევდით ყველის სახლს უნდა გვქონოდა გარანტია, რომ  გვეყოლებოდა მომხარებელი. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესის კეთება მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ის ადვილი შორიდან ჩანს, თორემ როდესაც რეალურად იწყებ რამის კეთებას  ჩნდება უამრავი სირთულე. პირველ რიგში, კაპიტალი რომელიც, როგორც წესი, ჩვენნაირ ადამიანებს არ აქვთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ მომხარებლის მოთხოვნაზე ორიენტაციამ მოიტანა „ყველის სახლის“ გახსნა.

რა უპირატესობები აქვს „ყველის სახლს“ და რატომ უნდა აირჩიოს მომხარებელმა იგი?

– ეს არის გურმანებისთვის და განსაკუთრებული ყველის მოყვარული ადამიანებისთვის შექმნილი სპეციალური გარემო. „ყველის სახლი“ არის  სპეციალიზირებული მაღაზია, აქ არ იყიდება სხვა პროდუქცია და ის არ არის ტიპური სუპერმარკეტი.

„ყველის სახლი“ არის ერთგვარი საჩვენებელი დარბაზი, მინი-საგამოფენო სივრცე, სადაც მომხმარებელი არამარტო  ტიპურ, ქართულ ოთხ ყველს, იმერულს, ქარხანულს, გუდას და სულგუნს ხვდება, არამედ ყველა იმ მივიწყებულ სახეობას, რომელიც პერიოდულად სეზონის მიხედვით, მთასა და რეგიონებში მოქცეულ მეყველეთა გარკვეულ ჯგუფს აქვს.

„ყველის სახლი“ ეს არის იშვიათი ყველის სახეობების თავშეყრის ადგილი. ჩვეულებრივ ყველს ნებისმიერი სუპერმარტკეტში, ბაზარსა, თუ უბნის მაღაზიაში შევიძენთ, ჩვენ კი აქ პოზიცირებას ვუკეთებთ მხოლოდ განსაკუთრებული კატეგორიის ყველებს.

ყველის სახლი

როგორია ბრენდის სახელის, ლოგოსა და სლოგანის შექმნის ისტორია?

– სამწუხაროდ, ამ ყოველივეზე მუშაობა დასრულებული ჯერ არ არის, თუმცა არის რამდენიმე ვერსია და ერთ-ერთია ყველის ნაჭერი, ყველაზე მარტივი გრაფიკული ნამუშევარი.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხარებელს და როგორია ფასები ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ვთავაზობთ ყველა იმ მივიწებულ სახეობას, რომელიც წლიდან წლამდე საქართველოში გროვდებოდა ჩვენ მიერ.

საინტერესო პროცესია ის,რომ ფერმერებთან ერთად,რომლებიც ჩართულნი არიან ფესტივალებში მონაწილეობით, ვმუშაობთ ამ თემებზე  და ვთქვათ, თუ  ახალი ინფორმაცია მივიღეთ, რომელიმე ახალი ყველის შესახებს, აუცილებლად ჩავდივართ იმ ადგილას, ვიწყებთ მუშაობას  იმ კონკრეტულ ფერმერთან და მიგვყავს ეს პროდუქცია იქამდე, რომ ის იყოს გაყიდვადი. იმიტომ რომ ერთია იყოს რეცეპტი, იყოს მთხრობელი, იყოს ეთნოგრაფიული მასალა მაგრამ არ მოხერხდეს მისი პროდუქციად გადაქცევა. ვცდილობთ ხოლმე, რომ ამ ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი და სწორედ ეს არის ტრადიციების და თანამედროვეობის სინთეზი.

ფასები ჩვენთან არ არის დაბალი და  არც ძალიან მაღალია. შეიძლება ვთქვათ, რომ საშუალოზე ოდნავ მაღალია მაგრამ ვცდილობთ, რომ „დავიჭიროთ“ ეს ფასები. მე ყველა მწარმოებელს ვაფრთხილებ, რომ მეტისმეტი არ უნდა მოგვივიდეს და არ უნდა დავაფრთხოთ მომხარებელი.

ჩვენი ბაზარი არ არის მაღალ შემსყიდველუნარიანი და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შეიძლება ადამიანი იყოს საოცარი გურმანი მაგრამ არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღე შემოიაროს ჩვენს მაღაზიაში. მიუედავად ამისა ჩვენ გვყავს მომხარებელთა კატეგორია, რომლებიც არ ითვლებიან მდიდრებათ, თუმცა ჩვენი მაღაზიის ინტენსიური მომხარებლები არიან.

გარდა პროდუქციის გაყიდვისა სხვა,რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხარებლებს (თუ ხდება შეკვეთები და ა.შ)?

– ჩვენ ვაკეთებთ საღამოებს, ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებებს, ჩვენ ვთავაზობთ ასევე მინი ბაზრობებს, სადაც ფერმერები ჩამოდიან და ყოველგვარი ჩვენი მაღაზიის დანამატის გარეშე ყიდიან პირდაპირ მომხარებლებთან.

ვთავაზობთ ასევე ყველისა და რეგიონების ისტორიას ბუკლეტების სახით, ვახვედრებთ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალებს. ბევრი ამ დეტალით გამოვირჩევით იმიტომ,რომ  ამ ტიპის ბექგრაუნდი, რასაკვირველია, ჩვენ გარდა არავის აქვს.

ყველი

როგორც ცნობილია, „ყველის სახლი“ ყველის ფესტივალის ორგანიზატორია,როგორ  შეაფასებდით ფესტივალს?

– ფესტივალი ტარდება ყოველ წელიწადს, უკვე იმდენად „გავთამამდით“, რომ თემებსაც კი ვირჩევთ, მაგალითად შარშან  ჩავატარეთ „კავკასიური ყველის ფესტივალი“, წელს ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ „შავი ზღვის აუზის ქვეყნების რძის ფორუმი“,  სადაც წამყვანი თემა  იქნება რძე და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ფესტივალზე სომხეთი და აზერბაიჯანი დამკვირევებელი ქვეყნის სტატუსით იქნებიან.

როგორია დაინტერესება უცხოელი ტურისტების მხრიდან?

შარშანდელი ფესტივალი The New York Times – მა დაასახელა 53 მსოფლიოში აუცილებელ სანახაობათა შორის – ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველები ვართ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავიღოთ ფილმი ორ ქართულ ყველზე, ასევე გავხსნათ მუზეუმი, გავაფართოვოთ ქსელი და შევქნათ საკუთარი წაროება, რათა გვქონდეს საუკეთესო ყველის სტაბილური მოწოდება. 

ნათია კეკენაძე

ნათია

Share9Tweet6

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

შსს-ს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერატიული კოორდინირების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

12 years ago

LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 years ago
სოციალურად დაუცველების ნაწილი საჯარო სექტორში დასაქმდება

სოციალურად დაუცველების ნაწილი საჯარო სექტორში დასაქმდება

5 years ago
თამარ სანიკიძე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

თამარ სანიკიძე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by