• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებულ 130 პაციენტს დაფინანსებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებულ 130 პაციენტს დაფინანსებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ავთვისებიან სიმსივნეთა შორის საქართველოში ერთ–ერთი გავრცელებული ძუძუს კიბოა. მთელს მსოფლიოში იზრდება ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, საქართველოში ეს რაოდენობა ყოველწლიურად არის 1200–1300. საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული დაავადების შესახებ,  მათ არ იციან რა იწვევს სიმსინმნურ დაავადებას, რა სიმპტომები ახასიათებს და ა.შ

რემა ღვამიჩავა„ავთვისებიან სიმსივნეებს ადრეული სიმპტომები არ გააჩნია. ამ დროს ქალბატონს არაფერი არ აწუხებს ამიტომ მან სკრინინგი უნდა ჩაიტაროს, რათა დავიჭიროთ სიმსივნე მის ადრეულ სტადიაზე, წინასწარ გავიგოთ საფრთხის შესახებ. გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია. თუმცა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ცხოვრების წესია. მკურნალობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფენისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა სკრინინიგი უფასოა, მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება. სოციალურად დაუცველებს მთიანად უფინანსდებათ კურსი. ყველა სიმსივნეს თავისი ასაკობრივი ზღვარი აქვს. საქართველოში ძუძუს კიბოს ასაკობრივი პიკი მოდის – 50 დან – 57 წლამდე.“– აცხადებს „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ონკოლოგი რემა ღვამიჩავა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას,  სადაც  მინისტრმა გამოაცხადა, რომ   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ “ჰერცეპტინით” ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოსახლეობას გაუჩნდა არაერთი შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა, რამდენ ბენეფიციარს დააფინანსებს მერია, ასევე რამდენია გამოყოფილი თანხა. ამ და სხვა საწირო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ხათუნა ავლოხაშვილი ესაუბრა. meria

ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას მერია დააფინანსებს – რამდენად შეეააბამება სინამდვილეს ეს ინფორმაცია? რა თანხაა განსაზღვრული?

– თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 1 თებერვლიდან დაიწყო ახალი – „ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების პროგრამის” განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს (HER2-დადებითი) ძუძუს ადრეული კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებისთვის პრეპარატ-ჰერცეპტინის (ტრასტუზუმაბი) დაფინანსებას. პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია.

რამდენ ბენეფიციარზეა  გათვლილი ეს პროგრამა?

– მიმდინარე წელს დაგეგმილია 130 პაციენტის დაფინანსება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მომართვიანობა მოიმატებს, პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება და მოხდება მისი გაზრდა. რა კრიტერიუმით იქნებიან შერჩეული, როგორ უნდა მოხდეს დაინტერესებულის მხრიდან დაკავშირება, ჩართვა ამ პროგრამაში? – პროგრამის მოსარგებლეები მერიაში მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ჰერცეპტინის დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებენ. მოსარგებლე პირმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/ა), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე. ამასთან,  ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა–ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.

ე) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;

ზ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის  მზაობის თაობაზე;

თ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.

„შესაძლებლობა მოგვეცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროექტი, რასაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი. პრეპარატ “ჰერცეპტინის” საჭირო რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 12-13-ია. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80%-ს აფინანსებს. პაციენტს მკურნალობა წელიწადში 50 000 ლარის ფარგლებში უჯდებოდა, ეს ღირებულება 7 000 ლარამდე შემცირდა. ნაწილი დააკლო კომპანიამ, 80%-ს ანაზღაურებს სამინისტრო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ ქალბატონებს სკრინინგის შესაძლებობის გამოყენებისკენ მოუწოდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moh.gov.ge და ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 15-05.

მარიამ ფანჩულიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

კარლო ნატალე: ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ნაბიჯია

ევროკავშირის ბაზარზე 38 სახეობის ქართული პროდუქცია ეროვნულ პროდუქტზე იაფად ვერ გაიყიდება

10 years ago

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გამოსცა

12 years ago

„ფარული ჩანაწერტები, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, არ უნდა განადგურდეს”

13 years ago
“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

10 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by