• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელის შეძენის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ჯანსაღ ბიზნესპროცესს უშლის ხელს

10 years ago
in ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

zura kukulaZe„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმიანება ბოლო დროს ადგილობრივ ინტერნეტბაზარზე განვითარებულ მოვლენებს.

აფბა ბოლო წლებში აქტიურად აკვირდება კომუნიკაციების და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებას. აფბას ანალიტიკოსის ზურა კუკულაძის პოზიციით, ტექნოლოგიური განვითარების პროცესმა მნიშვნელოვნად შეცვალა ბაზარზე თამაშის წესები და ზოგადად კომპანიების საქმიანობის შინაარსი.

პირველ რიგში იგულისხმება, ის ფაქტი რომ ფიჭური კავშირი მაქსიმალურად  ინტეგრირებული ხდება ინტერნეტ კომუნიკაციებთან და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება ამ მომსახურებების ერთიან პაკეტებად გაყიდვას ითხოვს.

„ამ გამოწვევებმა ბაზრის მოთამაშეები ერთგვარად გადააჯგუფა. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგთიკომი ბაზარზე ფიჭური კავშირის მომსახურებასთან ერთად ინტერნეტის და ციფრული ტელევიზიის მიმწოდებელიც გახდა, ამ მომსახურებების ერთიან პაკეტად გაყიდვა კომპანიისთვის წარმატებული ბიზნესგადაწყვეტილებაა. მსგავს პოლიტიკაზე გადადიან სილქნეტი და ჯეოსელიც, ბაზარზე უკვე გამოჩნდა ამ კომპანიების ერთობლივი პროდუქტები. ამ ფონზე, როდესაც ზოგადად ბაზარი ახალ თამაშის წესებზე გადადის, ბუნებრივია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის მესამე მსხვილი მოთამაშე ცდილებს პოზიციების დაცვას და მომსახურებების გამრავალფეროვნებას. შესაბამისად, ვთვლი, რომ ამ კომპანიის დაინტერესება კავკასუს ონლაინის საცალო სქელის შეძენით, არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი ინტერესი, რაც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნესინტერესებთან“, –აცხადებს ზურა კუკულაძე.

აფბა–ში ასევე აფასებენ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელ განცხადებას და თვლიან, რომ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა მხოლოდ აზარალებს ჯანსაღი ბიზნესპროცესის განვითარებას.

„ალასანიას განცხადება ერთის მხრივ არ შეესაბამება რეალობას, კომპანიებმა ოფიციალურად გაავრცელეს განცხადება, რომ შესაძლო გარიგება არ გულისხმობს მაგისტრალური ოპტიკურბოჭკოვანი სადენის გამოსყიდვას, საქმე ეხება მხოლოდ კავკასუს ონლაინის საცალო ქსელს. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, საკითხის პოლიტიკურ ჭრულში გადატანით და რუსეთის ფაქტორის სპეკულირებით, კომპანიისადმი საზოგადოების განწყობა ხელოვნურად იცვლება. არადა, კონკრეტულად ბილაინთან მიმართებაში, პირადად მე მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ ეს კომპანია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ მოლოდინის საფუძველს იძლება თავად ბილაინის საქმიანობა ბაზარზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის სერვისების გაიაფება სწორედ ამ კომპანიის საფასო პოლიტიკის შედეგი იყო.

ვთვლი, რომ თუ „ბილაინს“ შეეზღუდება ინტერნეტის და სხვა ციფრული სერვისების შეთავაზება ბაზარზე, ამით მთლიანი საბაზრო ძალაუფლება მოექცევა კომპანია მაგთიკომის ხელში, ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბებით კი პირველ რიგში დაზარალდება მომხმარებელი. მაგალითისთვის, ერთ ფაქტს გავიხსენებ ახლო წარსულიდან,  – „ბილაინს“ წლების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა მაღალი ხარისხის მობილური ინტერნნეტის მიწოდების საშუალება, შესაბამისად, მისი კონკურენტები არ ავითარებდნენ LTE ტექნოლოგიებს და შედარებით დაბალი ხარისხის ინტერნეტზე ინარჩუნებდნენ საკმაოდ მაღალ ფასებს. 2015 წლის გაზაფხულზე, როგორც კი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიები თანაბარ სიტუაციაში ჩააყენა, ბაზარზე ფასები შემცირდა და მომხმარებელს მოგვეცა საშუალება ვისარგებლოთ 4G ტექნოლოგიებით.

აქვე უნდა გავიხსენო მაგთიკომის დირექტორის დევიდ ლის რამდენიმეკვირის წინანდელი განცხადება, რომელიც, ძირითადად, ირაკლი ალასანიას განცხადების პათოსს იზიარებდა. ვფიქრობ, მაგთიკომი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელმაც ბილაინს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელის შეძენის უფლება უნდა მისცეს, ამით კი სურს შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე“, – განმარტავს ზურა კუკულაძე.

აფბა მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არ გადაიტანოს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში და დროულად მისცეს კომპანია ბილაინს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელის შესყიდვის უფლება, არ შეუშალოს ხელი ჯანსაღი ბიზნესპროცესის განვითარებას და ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ჯანი ბუკიკიო – საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი კარგია, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს

9 years ago

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

8 years ago

,,სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“- ავთო ვარსიმაშვილის კიდევ ერთი ექსცენტრიული, აბსურდული კომედია და ,,უფრო დიდი იდიოტოკრატია“

13 years ago

“მას შემდეგ კი რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფლება”

10 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by