ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააფართოვოს იმ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მაცხოვრებლებიც „შრომით მიგრანტებად“ და არა დევნილებად იქნებიან აღიარებულნი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი სტატუსის მქონე პირებს, არ ექნებათ თავშესაფრის მიღების უფლება.
საქართველოს გარდა, ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდა: ალჟირი, მაროკო, ტუნისი, განა და მონღოლეთი.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ავსტრიის ხელისუფლებამ უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო და ხორვატია.