• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ესაუბრა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსაგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა, – მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ესაუბრა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა რეალურ ქმედებებზე გადავიდა და პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას – მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში აბსოლუტური კონსენსუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ წინადადებას მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს.

„ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, თუმცა ის გამოყენებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული, იმის მიუხედავად, რომ გასულ წლებში სხვაგვარი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტია, რომელიც თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, კიდევ რა არის გასაკეთებელი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს. ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან. გვსურს, გავაფართოოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთონ არაცნობადი სახეები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იგრძნოს თავი ამ დიალოგში ჩართულად“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ, რომელიც საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი ნაწილია და რომელიც სავარაუდოდ, აპრილი-მაისიდან ამოქმედდება.

რეფორმების მეორე ბლოკია – მმართველობის რეფორმა, რათა, როგორც ფიზიკურმა, ისე – იურიდიულმა პირებმა სახელმწიფო სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ, ისე, როგორც ეს იუსტიციის სახლებში და მომსახურების ცენტრებში ხდება.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა აღარ იარონ სამინისტროებში; სამინისტრო იყოს ე.წ back office, ხოლო, მთავრობის ერთიანი front office ერთ სივრცეში განთავსდეს. პროცესი ციფრულ სივრცესაც მოიცავს, რათა ყველა სერვისი თანდათან ციფრულ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს.

საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვანი გზაზე, მათ შორის – ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ, რათა ძირითადი ჩონჩხი დაგეგმილი 2023 წლის ნაცვლად, 3-4 წელიწადში დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც აღნიშნული გეგმების შესრულებას კოორდინაციას გაუწევს.

რეფორმების მეოთხე ბლოკი განათლების სისტემის გერმანული მოდელის დანერგვას გულისხმობს, რათა პროფესიული განათლების ეფექტიან სისტემას მეტი ყურადღება დაეთმოს.

რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება.

„ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან. სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ. ამის გაგრძელება დაუშვებელია. შესაძლოა, ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამან გამოიწვიოს რეპოზიციონირების მოთხოვნა, თუმცა ამის გარეშე ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, საკუთარი თანადაფინანსებით მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდგომში აღმოჩნდნენ უმუშევრები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რეფორმების ოთხ ბლოკთან ერთად მნიშვნელოვანია  ისიც, რომ 2017 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც უკვე მზად არის. მთავრობა ამჟამად საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს. გარდა ამისა, იგეგმება კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რაც, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

პრემიერი ასევე გეგმავს, პირადად ჩაერთოს საერთაშორისო ვიზიტებში, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კონკრეტული პროექტების პოპულარიზაციას და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობის თხოვნით მიმართა.

მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების გეგმა რევოლუციურად შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა. გიორგი ჭირაქაძემ, ბიზნესასოციაციის წევრების სახელით, ახალ ინიციატივებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ზოგადი განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ. ბიზნესასოციაციის წევრები მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს იმ ინიციატივებს, რაც არსებობს. გვესმის, რომ ქვეყანაში გამოწვევები იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დღეს დგამს ბიზნესის და ეკონომიკის წამახალისებელ და მხარდამჭერ ნაბიჯებს. ეს ნამდვილად მისასალმებელია და ამისთვის მადლობას გიხდით“, – განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საჯარო სამსახურში პრემიისა და სახელფასო დანამატის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება

12 years ago

„ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას ხშირად მოჩვენებითად ეპატიჟება“ – გია გვილავა

10 years ago

საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ

11 years ago
“აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს ანალგინს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებას იწვევს” – ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი: ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზედენტს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა!

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by