რა არის 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევა მსოფლიოსთვის? – „ეს კითხვა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დავუსვით ნობელის პრიზიორებს ეკონომიკის დარგში“ – წერია weforum.org-ზე.
რობერტ ჯეი შილერი, იელის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, 2013 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ეკონომიკის მეცნიერებებში.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის მზადება გახლდათ. მოკლედ, ვთქვათ, ესაა რევოლუცია, რომელსაც ვუწოდებდეთ „კიბერ-ფიზიკური სისტემის“, თვითმავალი მანქანების, განვითარებული რობოტების და სხვა მსგავსი მიღწევების ერას.
მინდა შევაქო ეკონომიკური ფორუმი ამ მიმართულების არჩევისთვის,რადგან მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, დღესდღეობით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია მოდის და დემოკრატიულ საზოგადოება მზადაა მასთან დასახვედრად. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ინდივიდებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებებს მოუტანს დიდ და რადიკალურ ცვლილებებს.
მე ვირჩევ იმ საკითხზე მუშაობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას – ვმართოთ რისკები. ვგულისხმობ, ყველა შესაძლო ცუდი ან კარგი ვარიანტის გამორიცხვას და პროგნოზირებას, რომელსაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოგვიტანს. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით, თუ ვინ იხეირებს ან ვინ წააგებს რევოლუციით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რისკების მართვა უნდა დავიწყოთ, თუნდაც დღეიდან.
მე მქონდა კონკრეტული წინადადება, რომელიც შევთავაზე მსოფლიოს 2012 წელს ჩემს წიგნში სახელად „ფინანსები და კარგი საზოგადოება“. ვგულისხმობ გრძლევადიანი გადასახადების დაკანონებას და შესაძლო ზარალისა და მოგების გეგმის შედგენას, შეგვიმსუბუქებს გავლენას ეკონომიკურ უთანასწორობაზე. ერთ-ერთი გზა შევებრძოლოთ არსებულ რისკებს არის თანამედროვე ფინანსური პრინციპების გამოყენება და საერთო მორალური კონსესუნსი.
ედმუნდ ფელპსი კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა 2006 წელს.
„თანამედროვე პროექტი“ ეს არის სახელი იმ პოლიტიკური და ფილოსოფიური მოძრაობისა, რომელის მიზანიცაა მოდერნიზაციის პროცესისა და გაგების გაზრდა 21-ე საუკუნის საზოგადოებებში. მისთვის მზადება, ჯერ კიდევ, ბრიტანეთსა და ამერიკაში 1820 წელს დაიწყო და გერმანიასა და საფრანგეთში მიაღწია 1880 წელს. ამ პროექტის დინამიურობა უზრუნველყოფს ეკონომიკური პროდუქტიულობის გაზრდასა და მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო პროცესების გავრცელებას.
ციფრული და ინტერნეტ რევოლუცია 1900 წლებიდან დაიწყო, ამ რევოლუციამ განაპირობა 2%-იანი ზრდა წლების განმავლობაში. თუმცა 1960-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა, პროდუქტიულობა შემცირდა, შემოსავალმა იკლო, შრომითი ბაზრის კლების პარალელურად. ამ ყველაფერთან ერთად გადასახადების გაზრდამ, დეფლორმა და ფისკალურმა დეფიციტმა გამოიწვია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაზრდა. დასავლეთი კრიზისში იყო, აზია და ლათინური ამერიკა ეძებდა დინამიურობას. ეს ყველაფერი ვფიქრობ, გამოიწვია ჩაკეტილმა ეკონომიკურმა სისტემამ, რომელიც გლობალიზაციის პირობებშიც კი, არ უშვებდა ინოვაციურობის შესაძლებლობას.
თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევები მოგვცემს საშუალებას შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს მონაწილეობას ეკონომიკურ პროცესებში. ეს იქნება ცოცხალი ორგანიზმი, არა ერთი ან ორი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო ერთად.
მაიკლ სპენსი, სტერნის ბიზნესის სკოლის (იტალია) პროფესორი, 2001 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით.
ვფიქრობ, 2016 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევა გლობალური ზრდის მჩვენებლის გაუარესებაა. ყველა სახის პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუ შევცვლით თანამედროვე კურსს. ფისკალური პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივი უმუშევრობა, უთანასწორობის გაზრდა, პოლიტიკური და ეკონომიკური ერთსულოვნების ნაკლებობა. საინტერესოა, რა არის ის, რაც „აიძულებს“ ეკონომიკურ პროცესებს წავიდეს ინფლაციისკენ და ფისკალური პრობლემების გაღრმავებისკენ.
პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა, ჩემი აზრით, კერძო ინვესტიციების გაზრდაა. ისინი იცვლება ქვეყნიდან ქვეყანაში. საგადასახადო რეფორმებიც, რომლებიც აშშ-ში განხორციელდა საინტერესო საშუალებაა. პრობლემის მოგვარების ბევრი გზა არსებობს, თუმცა მთავარი ისაა რომ ისინი მალე არ მოგვარდება და საჭიროა მათი გაწერა.
მე, ხშირად მომისმენია ან ჩავრთულვარ ისეთ დისკუსიაში, სადაც ბევრს კამათობენ იმაზე კარგია, თუ არა ტექნოლოგიური პროცესების მსგავსი სისწრაფით განვითარება. საკითხი სწორად არ არის დასმული, სწორი იქნება, თუ ვიკითხავთ, როგორ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკური პროცესების სასარგებლოდ.
ელვინ რუთი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა 2012 წელს.
ვფიქრობ, რომ 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მსოფლიოსთვის მიგრანტების კრიზისი იქნება. მიგრანტების სამომავლო ლოკაცია სეიროზულ პრობლემას წარმოადგენს, ამ შემთხვევამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოუწოდოს დახმარების ხელი ევროპის ქვეყნებს. ორივე მხარე უნდა დარჩეს კმაყოფილი.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე