• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქართველმა ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო” – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მოღვაწეობა საქართველოში

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
“ქართველმა ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო” – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მოღვაწეობა საქართველოში
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უკვე წლებია საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარია. წარმოშიბით იტალიელი, საკმაოდ კარგად ფლობს ქართულ ენას და ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა. რატომ არჩია ციმბირს საქართველო, როგორ ათავსებდა ფიზკულტურის მასწავლებლობას და მღვდლობას ერთმანეთთან,  რა ასწავლა ქართველმა ხალხმა და რა სტკენს ყველაზე მეტად გულს, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

“თბილისი თაიმსი” გთავაზობთ ინტერვიუს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორ, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსთან.

12767315_941654349264956_1361969329_nმეუფე ჯუზეპე, გვიმბეთ როგორ გახდით სასულიერო პირი? თავიდანვე გზრდიდნენ რელიგიური ცხოვრებისთვის,  თუ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით ღვთისმსახური?

– ჩემი ოჯახი იყო რელიგიური, ყოველთვის  ვმონაწილეობდით საეკლესიო მსახურებებში, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.  ვიზრდებოდი როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, ვსწავლობდი სკოლაში, მქონდა სამომავლო გეგმები. სკოლის დამთავრების შემდეგ, იყო ერთი მომენტი, როცა ვფიქრობდი როგორ ვიცხოვრო ისე, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩემთვის არის საჩუქარი, გახდეს საჩუქარი სხვებისთვისაც.  დავიწყე ფიქრი, ლოცვა. შემდეგ გავიგე, რომ შემეძლო გავმხდარიყავი რელიგიური პირი, რაც  საუკეთესო საშუალებაა შენი ცხოვრება გახდეს საჩუქარი სხვებისთვის. პირველად მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ბერი, ხოლო შემდეგ გავხდი მღვდელი.

როგორი იყო თქვენი  ცხოვრება, მღვდლობა  იტალიაში?

– ჩემი მღვდლობა არ იყო ჩვეულებრივი. პარალელურად ვთამაშობდი ფეხბურთს მაღალ დონეზე, ვიყავი ფიზკულტურის პროფესორი, ვასწავლიდი სკოლაში. ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო ბავშვებთან მუშაობა, ურთიერთობა.

ერთი პერიოდი  ვცხოვრობდი მონასტერში, სადაც  ვმუშაობდი მიწაზე, ვუვლიდი ვენახს, ვამზადებდი ღვინოს. რეალურად ვიყავი ძალიან აქტიური და რვაწლიანმა მონასტრულმა ცხოვრებამ მასწავლა სულიერი ცხოვრება, მოთმინება, სინანული. გავიგე, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, მონაზვნების ცხოვრება, როცა ხარ შორს, მაგრამ ამავე დროს სულიერად  ახლოს უფალთან.

მეუფე, არ გაგიჭირდათ დაგეტოვებინათ მშობლიური ქვეყანა, თქვენი საყვარელი საქმე და წამოსულიყავით საქართველში? როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? იცნობდით, მაშინ ჩვენ ქვეყანას?

– უფროსის თხოვნა იყო  ვინმე   წასულიყო საქართველოში, რადგან საბჭოთა კავშირის დროს აქ არ იყო კათოლიკე მღვდელი. მახსოვს შემომთავაზეს წავსულიყავი ან ციმბირში ან საქართველოში და მე ვიკითხე: სად უფრო თბილა? მითხრეს საქართელოშიო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მისი დედაქალაქია თბილისი და გამახსენდა „დინამო-თბილისი“, რომელიც  თამაშობდა მილანში. ასე გადავწყვიტე საქართველოში  წამოსვლა.

იტალიაში ყოველ წელს მივდივარ ორი კვირით, რომ მოვინახულო ოჯახის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი სამშობლოა, ჩემი გული და  ყურადღება მაინც აქეთ მაქვს. ერთი კვირის გასვლის შემდეგ, ვფიქრობ , როგორ მიდის საქმეები საქართველოში, რა ხდება, რამე ხომ არ უჭირთ.

12767279_941654365931621_1758963558_nგვიმებეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრების პირველი წლები საქართველში, როგორ მიგიღოთ ხალხმა?

– ქართველმა ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო.  როცა ჩამოვედი დავიწყე ქართულის სწავლა ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის, დღეში ათ საათს მაინც ვუთმობდი. ქართველების ხასიათთან დაკავშირებით მქონდა  ცოტა პრობლემა. მათი არაპუნქტუალურობა ბევრ დროს მაკარგვინებდა. მე ვიყავი მიჩვეული, რომ ყველაფერი დაგეგმილი მქონოდა. გაკეთებულიყო ყველაფერი სწრაფად და ზედმიწევინთ სწორად.

მაკვირვებდა ქართველი ხალხი. მაშინ არ იყო წყალი, შუქი, იყო რთული სიტუაცია და მიუხედავად ამისა, რომ ყოფილიყვნენ გაბრაზებულები, გულში ჰქონდათ იმედი, უკეთესობის მოლოდინი. ამან მასწავლა, რომ რთულ სიტუაციაშიც შეიძლება გქონდეს მომავლის რწმენა.

რამდენი ხანია რაც საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ხართ? ამ პერიოდის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენი რელიგიური მიმდინარეობისთვის?

– დაახლოებით ოცი წელია რაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ვარ. როცა ჩამოვედი არ იყო ეკლესიები, არ გვყავდა მღვდლები, იყო ბევრი პრობლემა. ყველაფერი დავიწყეთ თავიდან,  ნელ-ნელა, ენთუზიაზმით ვმუშაობდით. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს გვყავს  მღვდელები, მაშინ სამი ეკლესია იყო, ახლა კი ათი-თორმეტი ეკლესიაა. გვაქვს ჩვენი გაზეთი „საბა“, ასევე უნივერისტეტიც. ჩამოვაყალიბეთ “კარიტასი”, როელიც ეხმარება გაჭირვეულებს. იოანე პავლე მეორის სტუმრობა იყო დიდი მიღწევა არა მარტო კათოლიკური ეკლესიისთვის საქართელოში, არამედ ჩემი პერსონალური ცხოვრებისთვის. ეს ყველაფერი იყო რთული, მაგრამ საინტერესო, სასარგებლო საქართველოსთვის და ჩემთვის.

საქართველო, განსხვავებით იტალიისგან მრავალკონფესიური ქვეყანაა. რამდენად იყო რთული   მათთან დაახლოება, საერთო ენის გამონახვა?

– როცა ვიყავი ახალგაზრდა და ვსწავლობდი თეოლოგიას,  გვასწავლიდნენ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონოდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან, მაგრამ იტალიაში უმრავლესობა კათოლიკეა, ამიტომ ეს ჩემთვის იყო მხოლოდ თეორიული განათლება. საქართველოში კი დავიწყე კონკრეტული ურთიერთობები, პრაქტიკაში იმის განხორციელება, რაც ნასწავლი მქონდა. ვფიქრობ, მრავალფეროვანი რელიგიური გარემო  არის სიმდიდრე ქვეყნისთვის. როდესაც სრულიად უცხონი ვუღებთ კარს ერთმანეთს თანამშრომლობისთვის,  გვეძლევა შესაძლებლობა დავინახოთ, რომ ორივე მხარეს გვაქვს დადებითი. როცა ხარ რელიგიური პიროვნება, აუცილებელად უნდა იყო მშვიდობის მოყვარე, საჭიროა მოთმინება. ქრისტიანობისთვის ერთიანობა არის მადლი. უნდა ვთხოვოთ იესო ქრისტეს, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. ეს იყო მისი სურვილი, მცნება და ადრე თუ გვიან ასრულდება.

12784356_941654352598289_1089425495_n

დღეს, ჩვენ ვატარებთ ეკუმენურ ლოცვას, წელიწადში ერთხელ, მშვიდობისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები. ვცდილობთ საერთო ენის გამონახვას სხვადასხვა კონფესიებთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ  მართლმადიდებლური ეკლესიისგან არ მოდის იგივე განწყობა. ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის არ არის დადებითი, ეს ნორმალურიცაა, როცა არსებობს უმცირესობა და უმრავლესობა, ყოველთვის არის პრობლემები ნებისმიერ ქვეყნაში, თუმცა არ არის კარგი, როცა ჩემი სიტყვა ისე არაა დაფასებული, როგორც უმრავლესობის, როცა ჩემი უფლებები არ არის მსგავსი მათი უფლებების. სურვილი ყოველთვის არის იმის, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში, თუმცა  კათოლიკურ ეკლესიას აქვს რიგი პრობლემები.

მეუფე ჯუზეპე, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს თქვენთვის, კათოლიკური ეკლესიისთვის და მუშაობს თუ არა სახელმწიფო, შესაბამისი ორგანოები  მათ მოსაგვარებლად?

– რა თქმა უნდა რელიგიური სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი, როგორიც იყო 15 წლის წინ, თუმცა დღეს ბევრი პრობლემაა დამალული, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რეალურად არსებობს. შესაბამისი ორგანოები ინფორმირებულები არიან ამის თაობაზე, გვაქვს ხოლმე რელიგიის საბჭოსთან შეხვედრები.  ყველაზე მტკივნეული  არის ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს ჩვენს ნათლობას, ამის გამო ბევრი პრობლემა ექმნება ჩვენ მრევლს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ ოჯახის შექმნა.

ჯუზეპე პაზოტო

ყველაზე ძალიან მტკენს გულს, როდესაც მართლმადიდებლები ნებას არ აძლევენ კათოლიკე გოგოს, რომელსაც უყვარს მართლმადიდებელი ბიჭი  და სურს ცოლად გაჰყვეს  ისე, რომ დარჩეს კათოლიკედ. მას  ჯერ გადანათლავენ  და მერე დასწერენ ჯვარს. შემდეგ ოჯახი, მეუღლე მათ ნებას აღარ რთავს იყვნენ კათოლიკური ეკლესიის წევრი და ეს ადამიანები დაკარგულნი არიან ჩევნთვის.

წარმოიდგინეთ, არის ორი ადამიანი, რომელთა შორის სიყვარულია და ეკლესია მათთვის ხდება პრობლემა.  ამ თემაზე მქონდა ადრე საუბარი მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან. როგორ ჩვენ ვართ მათი სიყვარულის პატრონები? ჩვენ ვართ რწმენის პატრონები? რა თქმა უნდა არა. ჩვენ არ  გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ უყვარდეთ თუ არა მათ ერთმანეთი.

მეუფე ჯუზეპე, დასასრულს გკითხავთ რას არის თქვენთვის საქართველო და რა მოგცათ აქ ცხოვრებამ?

– საქართველო არის ჩემი სამშობლო. ქართველებისგან ვისწავლე, როგორ  უნდა იყო მეტად სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, ღია, გახსნილი სხვებთან ურთიერთობისას. აქ ცხოვრებამ მასწავლა, რომ უნდა ვიცხოვროთ აწმყოში. ხშირად ცხოვრობენ წარსულით ან მომავლით და კარგავენ იმ მომენტს, დღევანდელობას, რაც არის უნიკალური და დიდი სიხარულის მომტანი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო
ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026
კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

06/10/2026
ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by