გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორთან მიხაილ მიოლერთან.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო გაეროსთან და ორგანიზაციის ჟენევის ოფისთან თანამშრომლობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა გაერო-ს გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში პირველად მონაწილეობს, როგორც საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე და ასევე შეხვედრებს მართავს გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.













