• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ქადაგიძემ EBRD-ის პრეზიდენტს ქართულ საბანკო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ეროვნულ ბანკს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან  შეხვედრისას სტუმარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო.

EBRD – ის პრეზიდენტმა შეაფასა ეროვნული ბანკის როლი საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილური განვითარების პროცესში.

შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი ქადაგიძემ და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ერთობლივი  ბრიფინგი გამართეს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა EBRD-თან არ არის ახალი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს.  გარდა ამისა, დღეს აქტუალური თემა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლარიზაცია. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ-სამ თვეში EBRD გამოუშვებს პირველ ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდგომ იგივე  ტენდენცია გაგრძელდება არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ქართული ბანკებისა და მძლავრი კომპანიების მხრიდან, რაც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და კიდევ ერთ, წარმატებულ, ახალ ფურცელს გადავშლით საფინანსო სექტორში”,  – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემი აქ ყოფნა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა.  ჩვენ წლების მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზეა და რაც მთავარია, სტაბილურია. EBRD  საერთაშორისო ორგანიზაციაა და ბევრ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს. საქართველოს საბანკო სისტემა აშკარად გამორჩეული ყველა სხვა ქვეყნისგან სადაც ჩვენ ვმუშაობთ. საბანკო სექტორი მდგრადი და სტაბილურია, ამიტომ გასაკვირი არაა ის ნდობა რომელიც მომხმარებელს მის მიმართ გააჩნია. სწორედ ამ ნდობას ეფუძნება ასევე ეროვნულ ბანკთან ჩვენი უახლოესი მომავლის გეგმა:  შევთანხმდით, რომ უახლოესი პერიოდის გეგმაა  EBRD-ის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციის  ლარის ბონდის გამოშვება“ – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივნიშვილთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან.

დღემდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 1.8 მილიარდი ევროს ინვესტირება 158 პროექტში განახორციელა, მათ შორის საბანკო და ფინანსურ სექტორებში, ენერგეტიკაში, აგრობიზნესსა და მრეწველობაში. ასევე მოახდინა 3 მილიარდი ევროს მობილიზება სხვა ფინანსური წყაროებიდან ხსენებული სექტორების დაფინანსებისათვის.

17.07.13

Tags: გიორგი ქადაგიძემ EBRD-ის პრეზიდენტს ქართულ საბანკო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო
ShareTweet

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?” – სალომე ზურაბიშვილი

8 years ago

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის იუბილეს ირაკლი ღარიბაშვილი და რიჩარდ ნორლანდი გახსნიან

12 years ago
სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

უმრავლესობა და უმცირესობა ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე შეთანხმდა

8 years ago
თურქეთმა რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა

თურქეთმა რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by